სამინისტრო: ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

სამინისტრო: ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

access_time2021-10-15 12:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„გურიისა და სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც წარმატებით ჩატარდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ფერმერებმა სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა, მავნებელთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ და შენობებისკენ მიგრირებული მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება.



სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.



მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:


https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc...


https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs...


https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI... “ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
ფაროსანა



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up