სამინისტრო: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს

სამინისტრო: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს

access_time2021-10-14 10:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და არსებული შედეგები შეაჯამეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„დასავლეთ საქართველოში, მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა, ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება.



სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.




აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი
access_time2021-10-16 20:00:31
დასავლეთის ქვეყნებზე განხორციელებული კიბერშეტევების დიდი ნაწილის უკან რუსეთი და მისი მეზობელი ქვეყნები დგანან - განაცხადა ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ლინდსი კემერონმა. მისი თქმით, სწორედ ონლაინგამოძალვა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს კიბერშეტევების ყველა სახეობას შორის.   „ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაო და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში ბაზირებული კიბერდამნაშავეები...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...


მსგავსი სიახლეები

up