სამი თვეა პრაქტიკულად გაჩერებულები ვართ - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მილიარდიანი პროექტი ივნისიდან განახლდება

სამი თვეა პრაქტიკულად გაჩერებულები ვართ - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მილიარდიანი პროექტი ივნისიდან განახლდება

access_time2020-05-22 14:30:08

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს რამდენიმე თვეა ახორციელებენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია იღებს.


„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რამაც პანდემიის გამო პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. თუმცა, შავდია იმედოვნებს, რომ არსებული სიტუაციის მიუხედავად მუშაობას ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებენ.


„პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა, ჩვენი პარტნიორები ესპანეთიდან და ჰოლანდიიდან პრაქტიკულად გაჩერებულები არიან, რადგან ყველგან ყველაფერი დაკეტილია. სავარაუდოდ, სრულად ფუნციონირებას ივნისის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ. თუმცა, მიუხედავად არსებული ვითარებისა ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ ვადებში ჩავეტიოთ და ამ დროისთვის დადგენილებით განსაზღვრულმა თარიღმა არ გადაიწიოს. თუმცა, სამწუხაროდ 3 თვე, მარტიდან დაწყებული, პრაქტიკულად გაჩერებულები ვართ, მხოლოდ თეორიულ სამუშაოს ვაკეთებთ, ესეც იმ დონით რაც შესაძლოა, რომ ექსპერტებმა სახლში გააკეთონ.

 


მიუხედავად არსებული ვითარებისა, უახლოეს ხანებში სიახლეებსაც ველოდებით, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბრი, რადგან ზუსტად არ ვიცით რა და როგორ იქნება. ამ დროისთვის ყველაფერი გაჩერებულია არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენ პარტნიორებთან ჰოლანდიაში, ესპანეთში და ინგლისში, ყველა მოლოდინის რეჟიმშია, შესაბამისად ეს ჩვენს საქმიანობაზეც პირდაპირ აისახა და დროებით პასიური მუშაობა გვიწევს. რაც შეეხება ხარჯს, ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი გვაქვს, ხელფასებიც არ არის იმდენად დიდი, რომ განსაკუთრებული რაოდენობით დანახარჯზე ვისაუბროთ“, - აცხადებს გია შავდია.

 

გია შავდია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას და ამბობს, რომ საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის  აშენების შემდეგ საწვავი 15-20%-ით გაიაფდება. გარდა ამისა, ქარხნის აშენების შემდეგ, საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობის თითქმის სრულად, დაახლოებით 98%-ით გადამუშავება მოხდება. წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“-ს სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს. მისივე თქმით, ნედლეულის შეძენა საერთაშორისო ბაზარზე მოხდება, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ქარხანა არ იქნება მიბმული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე.  ამჟამად, კომპანიისთვის ყველაზე მისაღები ყაზახური ნავთობია, რადგან ის ყველაზე ახლოს არის და  მთავარი გათვლაც მათზეა, თუმცა ასევე არსებობს სარეზერვო წყაროები, მაგალითად, ლიბია და საუდის არაბეთი.


შეგახსენებთ, რომ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up