სამი სახელმწიფო კლინიკის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის დასრულდება

სამი სახელმწიფო კლინიკის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის დასრულდება

person access_time2016-03-30 10:00:01

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია  2019 წელს უნდა დასრულდეს.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი ავთანდილ იმედაძე რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ  „ალფამედიკ კონსორციუმთან" რომელმაც პროექტი უნდა განახორციელოს, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ და 2018 წლისთვის ონკოლოგიურის პროექტი დასრულდება. მისივე თქმით, „ალფამედიკ კონსორციუმის" გარდა პროცესში ჩართულები არიან სხვა მსხვილი კომპანიები, რომელთაც მსოფლიოში ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ავთანდილ იმედაძე ამბობს, რომ პროექტის მიხედვით რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გაფართოვდეს  კლინიკა 640 საწოლზე იქნება, გათვალისწინებული 20 საოპერაციო, ფართოვდება ემერჯენსი, მოეწყობა სარეაბილიტაციო ზონა. მისივე თქმით, დღეს არსებული კადრების რესურსით ვერ მოხდება კლინიკის დაკმაყოფილება, ამიტომ აქედანვე უნდა დაიწყოს კადრების მომზადება და გადამზადება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა, სამი საავადმყოფო ერთიან მენეჯმენტში იქნება თუ ცალ-ცალკე.  იმედაძის ინფორმაციითვე, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსი"  ამერიკული სტანდარტებით მუშაობს და თავის დროზე პროექტში 60 მილიონი ბიძინა ივანიშვილმა ჩადო, თუმცა იმის გამო, რომ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა მოხდა, ივანიშვილმა პროექტზე უარი თქვა.


ავთანდილ იმედაძის განცხადებით,  ახალი კომპლექსის შექმნის შემდეგ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიგრაცია შეწყდება და ეს თანხები ეკონომიკაში ჩაიდება. ამას გარდა, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოვლენ სამკურნალოდ.

 

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა" (AlphaMedic Consortium) წარადგინა. ავსტრიულმა კომპანიამ,  კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა. 

 

კომპანია "ალფამედიკის" სატენდერო განვითარების მიმართულების დირექტორმა ლეო მაკკენამ განაცხადა,  რომ კომპანია 3 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 250 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს. მისივე ცნობით, სამი ჰოსპიტალი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილას.

 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება საჯარო და კერძო პარტნიორების ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდების სამედიცინო აპარატით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი.



ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...


მსგავსი სიახლეები

up