სამგორის რაიონში  მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაკეთდება

სამგორის რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაკეთდება

access_time2020-02-05 12:56:25

პლატფორმას - „შენი იდეა ქალაქის მერს“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა.კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებით, თბილისის გზებსა და ქუჩებში საკმაოდ გავრცელებული უკანონო რბოლების პრაქტიკა აღიკვეთება.



„ჩვენ გვაქვს საინტერესო პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“. როდესაც დავიწყეთ საუბარი ამ იდეაზე, თავიდან ინტერესი იყო, თუმცა შემდეგ მინელდა და მოქალაქეების აქტიურობა ნაკლები იყო, თუმცა შემოვიდა კიდევ ერთი საინტერესო წინადადება, რომელმაც ხმათა საკმარისი რაოდენობა დააგროვა. განვიხილეთ ეს კონკრეტული პროექტი და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. საქმე ეხება სამგორის რაიონში, 91 642 კვ.მ მიწის ფართობის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის გადაცემას. ისინი მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას განახორციელებენ. პრობლემაა ის, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება, ქალაქში ე.წ. რბოლებს აწყობენ. ეს სერიოზული საფრთხის შემცველია და დისკომფორტია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ, ისვენებენ და მეორე დღეს სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. ხმაური და არეულობა კი სერიოზულ პრობლემას ქმნის. მულტიფუნქციურ კომპლექსში, რომელიც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის გადაცემულ ნაკვეთზე აშენდება, იქნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რბოლები და სხვა შეჯიბრები, არა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, არამედ ამისთვის სპეციალურად შექმნილ სივრცეში გაიმართოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, პროექტის თანახმად, ფედერაცია ვალდებულებას იღებს, 1 419 500 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up