„სამგორი-ლილო-აეროპორტი“ - მეტროს მშენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში ავსტრიულმა კომპანიამ გაიმარჯვა

„სამგორი-ლილო-აეროპორტი“ - მეტროს მშენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში ავსტრიულმა კომპანიამ გაიმარჯვა

access_time2019-05-08 17:00:52

როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი „სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირებაზე და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.


ILF Consulting Engineers Austria -  ავსტრიულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება და  დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, მომდევნო 15 თვის განმავლობაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს კვლევა-პროექტირება. ჯამში ხელშეკრულების ღირებულება  12 მლნ. 762 ათას 530 ლარია.


დეტალებზე „კომერსანტს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლობა ესაუბრა:


„კვლევა-პროექტირების ჩატარების მიზანია მეტროს ორი ხაზის განვითარება. ორივეს შემთხვევაში ათვლის წერტილია მეტროსადგური სამგორი. პირველი გულისხმობს, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის ხაზი საქალაქო რკინიგზიზასთვის გახდეს მოდიფიცირებული. კვლევა-პროექტირების მეორე ფაზა კი  სამგორსა და რუსთავს შორის მონაკვეთის შესწავლას მოიცავს. აქ იგულისხმება ეკონომიკური კვლევა, ანუ რამდენად მიზანშეწონილია დაიგეგმოს ამ მიმართულებით სარკინიგზო  ხაზის მშენებლობა“.


შეგახსენებთ, „სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით მიწისზედა მეტროს  მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ოქტომბერში გაავრცელა. მისი თქმით, ახალი მეტროსადგური დღიურად 200 ათას ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება და მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში , 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა.



სალომე ლემონჯავა





„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up