სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გავიდა  - კომპანია „ნადი გრუპი“ ლოკოკინის ლორწოს გადამუშავებას გეგმავს

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გავიდა - კომპანია „ნადი გრუპი“ ლოკოკინის ლორწოს გადამუშავებას გეგმავს

access_time2019-10-08 18:00:54

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინები იტალიაში ექსპორტზე გავიდა. საუბარია, სამეგრელოში, კომპანია „ნადი გრუპის“ მიერ წარმოებულ 5 ტონა ლოკოკინაზე. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, წლის ბოლოს დაგეგმილია მეორე პარტიის გატანა, საუბარია 15 ტონაზე.



 როგორც ნადარაია აცხადებს,  ქართული წარმოების ლოკოკინა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანია, რადგან ჩვენი პროდუქცია ხარისხითაც და ფასითაც მიმზიდველია, გამომდინარე დაბალი თვითღირებულებიდან. ამის მიზეზია ევროპისგან განსხვავებით იაფი მუშა-ხელი და საქართველოში არსებული საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების დაბალი  განაკვეთი.


„დღეს ევროპის ბაზარზე მაგალითად, 1 კილო ლოკოკინის ფასი 5 ევროა, სამაგრელოში წარმოებული კი 3 ევრო ღირს,“ აღნიშნავს ნადარაია. 


6 ჰექატრზე გაშენებული ფერმაში წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის წარმოებაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზაცია კი 100%-ით საექსპორტო ბაზრებზე, კერძოდ იტალიაში მოხდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთთან და პოლონეთთანაც.



„გვყვავს იტალიელი პარტნიორი, რომელიც ჩვენგან შეისყიდის ლოკოკინას ხორცს და მოამარაგებს როგორც რესტორნებს, ისე სუპერმარკეტებს, ეს პარტნიორი უშვებს მედიკამენტებს და პარფიუმერულ მალამოებსაც,“ აღნიშნავს ნადარაია.



ნადარაია „კომერსანტთან“  სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია ინვესტიციების დაფარვის პარარელურად, გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიამ ამ დრისთვის უკვე განახორციელა ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია, მომავალი წლისთვის კი, 70 000 ევროს ინვესტირებას გეგმავს.



მისი განმარტებით, დაგეგმილია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო ნედლეულის წარმოებაც. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.


„ჩვენ ლო­კო­კი­ნის ხორ­ცის გარ­და, მისი ლორ­წოს წარ­მო­ე­ბა­საც ვა­პი­რებთ, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და მე­დი­ცი­ნა­ში. შე­მო­სავ­ლე­ბით, ის ხორ­ცის შე­მო­სა­ვალს უტოლ­დე­ბა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა  შეს­წავ­ლილია და დაკ­ვე­თი­ლია შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტე­ბიც. საკ­მა­ოდ ძვი­რად­რი­რე­ბუ­ლია და უკვე მზად­დე­ბა. ჩა­მოგ­ვაქვს  და მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე და ვი­წყებთ ლორ­წოს წარ­მო­ე­ბა­საც. იმ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დია ეს ბა­ზარ­ზე, რომ მისი გა­სა­ღე­ბა არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს , -“-აღნიშნავს ნადარაია.


კომპანია „ნადი გრუპის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან ვრცელ ინტერვიუს “კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 




სოფო ქსოვრელი 





მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up