სამეგრელოში 132 პროექტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდა - რეგიონი რეგიონი 53 მილიონი ლარით დაფინანსდა

სამეგრელოში 132 პროექტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდა - რეგიონი რეგიონი 53 მილიონი ლარით დაფინანსდა

access_time2020-07-21 11:29:34

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.


მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და  სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილსა და წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.


,,რამდენიმე დღეა სამინისტროს გუნდი იმყოფება სხვადასხვა რეგიონში და მართავს მონიტორინგის ტიპის შეხვედრებს  სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამჯერად სამეგრელოში ვიმყოფებით, წელს ეს რეგიონი  53 მილიონ ლარამდე თანხით დაფინანსდა.  ჯამურად მუნიციპალიტეტებში ხორციელდება  132 პროექტი, მათ შორის:   გზების, წყალმომარაგების სისტემების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. ასევე მიმდინარეობს ორი პროგრამა ერთ-ერთია  სოფლის მხარდაჭერის, რომლის  ხიბლი ის არის რომ თვითონ მოსახლეობა ირჩევს რისი გაკეთება უნდათ საკუთარ სოფელში. ასევე მინდინარეობს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები  სკოლებში,  რომ ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს მოწესრიგებული სივრცე დახვდეთ."-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


,,მოვინახულეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე განიხილეთ სამომავლოდ  განსახორციელებელი სამუშაოები.  ვიყავით ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, ჩავალთ სხვა რაიონებშიც და მოვინახულებთ ყველა იმ პროექტს რაც ასე სჭირდება ჩვენს რეგიონს"-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ეწერსა და  მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწყობის სამუშაოები  დაათვალიერეს.



ჩხოროწყუში სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კმ. მანძილზე ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ასევე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.


ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.


მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვახას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ასფალტობეტონის გზა.  


ასევე მიმდინარეობს ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 069 მეტრი ასფალტობეტონის გზა.


მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.


ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილში დიდების მემორიალის ტერიტორიაც დაათვალიერეს. საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და იგეგმება არსებული მემორიალის აღდგენა, სადაც სხვადასხვა ომში დაღუპული მარტვილელების უკვდავსაყოფად მოეწყობა ობელისკი. მემორიალთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი.

 

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up