სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

access_time2020-12-28 12:30:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.



თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება და გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.




„პანდემიის მეორე ტალღით შექმნილ საჭიროებებზე საპასუხოდ, გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალური აქცია, რომლის ფაგლებშიც ამჟამად ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის დახმარებით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადავცემთ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ჩვენ ასევე, ანალოგიურ დახმარებებს გავწევთ გამყოფი ხაზის სხვა რეგიონებში, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. ჯამში, UNICEF-ის დახმარებით აღნიშნული კალათები გადაეცემა 1000-ზე მეტ ოჯახს“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up