საკარანტინო სივრცეები ანაკლიასა და მესტიაში მოეწყო

საკარანტინო სივრცეები ანაკლიასა და მესტიაში მოეწყო

access_time2020-03-23 13:45:24

სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო ზონების მოწყობის საკითხი დასრულდა. საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი, სასტუმრო ,,ანაკლია და სასტუმრო ,,პრატაფსი შეირჩა. ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება, გარდა ამისა ორი საკარანტინო სივრცე მოწყობილია მესტიაში - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.


,,უკვე მოხდა პერსონალის გადამზადება, ასევე მათი აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით. კარანტინში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ სრული კომფორტი განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


ალექსანდრე მოწერელიამ ასევე ისაუბრა, მოხალისეების საკითხზე, რეგიონში ამ ეტაპზე 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.


,,რეგიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს გადაეცემათ სასურსათო კალათა, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი შედის. მისი დარიგების პროცესში ასევე ჩართული იქნებიან მოხალისეები. ჩვენ მოხალისეთა დამატებით ბაზებს ვქმნით და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დამატებითი ადამიანების გამოყენება ამ მიმართულებით - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.



სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ,,როგორც ქვეყანაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არ არის პროდუქტი დეფიციტური - ,,მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია ტვირთისთვის და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან. მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა კერძო ბიზნესთან, რომ თუ მათ ასაღები ფასები გაუძვირდებათ, ფასთასხვაობას სახელმწიფო დაფარავს რომ არ გაძვირდეს პროდუქტი სუპერმარკეტებში. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყო და არ აკეთოს მარაგი - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.


კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად მუშავდება. დამუშავდა აგრარული ბაზრები, ადმინისტრაციული შენობები, სადარბაზოები, სკოლები, ბაღები და აშ.


როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

სახელმწიფო რწმუნებულმა, მადლობა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს: ,,მინდა მადლობა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიციას, მოხალისეებს, თქვენ ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ხშირად 24 საათიან რეჟიმში დაუღალავი მუშაობა გიწევთ.

დღესვე პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ, მან მედიას ინფორმაცია მიაწოდა მოხალისეების მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა რასაც მუნიციპალიტეტი ოთხ მოწყვლად ჯგუფს გაუწევს (მარტოხელა დედები, მომვლელის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები და 60 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულები).

,,სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება - 329 პირი, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა - 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია - სულ 26 ადამიანი - ეს ინფორმაცია ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ მედიას მიაწოდა.

--





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up