სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს და საინვესტიციო კლიმატის ანალიტიკოსს ნიკოლა ლიპარის შეხვდნენ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე EBRD-ის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებს და პროექტებს რის განხორციელებასაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გეგმავენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.