სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ  გახმაურებულ შემთხვევებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

access_time2018-04-28 11:17:18

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ  გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ,  მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში  განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა  და  ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში  ჩატარდა უაღრესად რთულ ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები ,  რომელიც ამგვარი შემთხვევების  შანსს  მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები  მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება.  არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ  გვხვდება.  აშშ-ში წელიწადში 1500,  ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.

ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის  მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად.   საექიმო შეცდომის გამოექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა  მიუღებელია  

 სამედიცინო შეცდომებთან  ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და  უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც  სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება  გარკვეული ნაბიჯები,  მაგრამ  ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს.  


გვსურს მივმართოთ საზოგადოებას,  რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში ,  თავი არ აარიდონ  სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით  მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

განცხადება კეთდება  საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე,   ქეთევან ნემსაძე - საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, გია თომაძე - საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე ყიფიანი- საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ოკრიბელაშვილი - ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე,  არჩილ ჩხოტუა - აიპ “უროლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ლია ჯანაშვილი - საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ზურაბ კლიმიაშვილი - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდოარე, მარინა ალფაიძე - ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის   42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს.

 




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up