სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

access_time2021-10-26 21:00:37

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღურად და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. შესაბამისად მედიკოსები ფიქრობენ, რომ ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.

„უკვე 26 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად მძიმდება, შეიძლება ითქვას კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას - არც ახლა და არც არასდროს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი. ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია, რაც სახალხო დამცველმაც თქვა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ეკატერინე მხეიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საგანგაშო ვითარებაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

„26 დღეა შიმშილობს და მხოლოდ სითხეებს იღებს, ეს ძალიან დიდი რისკია. შეიძლება ღამით, როდესაც საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს და პათოლოგია ისეთი დამძიმებული ფორმით განუვითარდეს ამ ფონისა და შიმშილობის გამო, ვერც მიუსწროს ადამიანმა, რომ რეანომობილით სადღაც გადაიყვანონ. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, საგანგაშო მდგომარეობაა, ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღეთ ეს, როგორც უკიდურესი საგანგაშო გაფრთხილება, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, - განაცხადა მხეიძემ.


ექიმის განმარტებით, ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წამს დამძიმდეს.

„შეიძლება გზაშიც ისეთი მდგომარეობა განვითარდეს, რომ უკუქცევადი პროცესები დაიწყოს. მოგმართავთ თხოვნით და გაფრთხილებთ, ეს ისეთი რისკია, გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24 საათიანი მეთვალყურეობა, მონიტორინგი, ანალიზების საშუალება, დაკვირვება“, - განაცხადა მხეიძემ.

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტის, ვატო სურგულაძის თქმით, დღეს ჩვენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს.

“ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს გამოცხადებული სიკვდილის, უფრო სწორედ მკვლელობის ქრონიკა. დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ არაფერი არ არის დაცული. ადამიანს ძალით ვერ აჭმევ და ვერ უმკურნალებ, მაგრამ მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა მონიტორინგისა და მკურნალობის სურვილი. ამ შემთხვევაში ზუსტად ის კლინიკა სჭირდება. „ვივამედის“ კლინიკა არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი, მულტიპროფილურია და აქვს იუსტიციის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება. ყოველთვიურად 500-მდე პაციენტი გადადის იქ ციხეებიდან. რა პრობლემა გახდა ასეთი?!“,-განაცხადა სურგულაძემ.



Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up