სამედიცინო კლინიკებისა და შესაბამისი აღჭურვილობის რეგულირება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

სამედიცინო კლინიკებისა და შესაბამისი აღჭურვილობის რეგულირება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

access_time2022-12-03 23:30:26

 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი სამუშაო ვიზიტით ანკარაში იმყოფებოდა. ლიკა ჭუმბურიძე თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს (TITCK) ხელმძღვანელს ასიმ ჰოჯაოღლუს შეხვდა. მხარეებმა სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების სტანდარტები განიხილეს და სამედიცინო ნაწარმის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნენ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში სამედიცინო კლინიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. როგორც ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, თურქეთში ფარმაცევტულ, ასევე სამედიცინო  აღჭურვილობის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და წარმატებული მარეგულირებელი მექანიზმებია დანერგილი და ამ მიმართულებით მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამედიცინო მოწყობილობების შესახებ კანონის დახვეწა  წარმოადგენს.


 

შეხვედრაზე მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასწარმოქმნასა და მასთან დაკავშირებულ რეგულირების მექანიზმებზეც იმსჯელეს. სააგენტოს დირექტორმა თურქულ მხარეს, ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმა გააცნო.  ლიკა ჭუმბურიძის თქმით, ცვლილება საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაუმჯობესებს.


თეგები:
კლინიკები



USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up