სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორი უახლოეს პერიოდში დასახელდება

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორი უახლოეს პერიოდში დასახელდება

access_time2016-02-12 13:34:48

საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა კონსორციუმმა „ალფამედიკი” (AlphaMedic Consortium), რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში  გამარჯვების პრეტენდენტია.

 

მხარეებმა საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული სტრუქტურა, პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპები და პროექტში მონაწილე პარტნიორების უფლება-მოვალეობები და პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. 


ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მასშტაბური პროექტი რაც კი ოდესმე განხორციელებულა. „საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმას. 

ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მხოლოდ „ალფამედიკმა“ წარმოადგინა წინადადებები, რომელსაც საპარტნიორო ფონდი განიხილავს. კონსორციუმს, რომელიც ჯერ გამარჯვებული არ არის, წარმოადგენს რვა კომპანიას. პროექტი მნიშვნელოვანია დასაქმებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების სამედიცინო დახმარების საშუალება”, აღნიშნა საგანელიძემ.  ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  რეგიონების მაშტაბით იგეგმება  პოლიკლინიკების განვითარება, რაც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვას. „პროექტის ინიციატორია მთავრობა და შესაბამისად სატენდერო კომისიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. თანათავმჯდომარე კი ეკონომიკის მინისტრია. ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს საპარტნიორო ფონდი და ჩვენ ვიქნებით თანაპარტნიორები დაფინანსებაში. ვფიქრობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს. ძირითადი მოთხოვნებია მაღალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემისა და თავად შენობების მოდერნიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, კადრების გადამზადება და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი”, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

 

კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია რამდენიმე დღის განმავლობაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში განიხილებოდა, რის შემდეგ უკვე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, აკმაყოფილებს თუ არა  პოტენციური ინვესტორი ტენდერის პირობებს.

 

პროექტის შესახებ


მთავრობის მიერ გამოცხადებულ  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში  ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა. 


 საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი“ გახდა. 


სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას   ეკისრება  ვალდებულება,  საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და  განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.  სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

 

AlphaMedic Consortium-ის შესახებ


„ალფამედიკი“ სათავეში უდგას კონსორციუმს, რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში შესვლის მიზნით შეიქმნა. კონსორციუმი აერთიანებს სამედიცინო სფეროში კლინიკების მართვასა და განვითარებაში გამოცდილ კომპანიებს, როგორებიცაა Keppie Architects & Mott MacDonald და The Health Partnership, სამედიცინო მენეჯმენტ-ჯგუფი InnovaHealthcare,  დიზაინის მენეჯმენტ ჯგუფი  MKF  და პროექტების მართვის მენეჯმენტ ჯგუფი FESP.



„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up