სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი არის ფიქციურად შექმნილი, ბიუროკრატიული დასასაქმებელი კანტორა-სერგო ჩიხლაძე

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი არის ფიქციურად შექმნილი, ბიუროკრატიული დასასაქმებელი კანტორა-სერგო ჩიხლაძე

access_time2020-05-06 10:50:14

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკური, ბავშვთა ინფექციური და ონკოლოგიური საავადმყოფოების განვითარების მიზნით 6 თვის წინ სახელმწიფომ სამედიცინო ჰოლდინგი შექმნა, რომელსაც უნდა შეემუშავებინა სტრატეგიული გეგმა, რომელიც კლინიკებს  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეტაპობრივად განავითარებდა.


ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დანიშნა. სწორედ ტურიზმის სექტორიდან ჯანდაცვის სექტორში გადასულ ჩოგოვაძესთან შევეცადეთ გაგვერკვია როგორ ასრულებს დასახულ მიზანს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, თუმცა, მან „კომერსანტის“ არც სმს შეტყობინებას და არც ზარს არ უპასუხა. რაზეც არ საუბრობს გიორგი ჩოგოვაძე, საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დაარსებიდან 6 თვის შემდეგ სახელმწიფო უწყებამ კლინიკაში არსებული ვერც ერთი პრობლემა ამ დრომდე ვერ მოაგვარა. ექსპერტი აცხადებს, რომ სამედიცინო ჰოლდინგი მორიგი ბიუროკრატიული და არაფრის მომცემი სტრუქტურაა, რომელიც ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ამ დრომდე დგას ხელფასების და ინფრასტრუქტურის პრობლემა. მისივე განმარტებით, ვერ მომზადდა კლინიკების განვითარების გეგმაც. ჩიხლაძეს ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები ონკოლოგიური საავადმყოფოდანაც დაუკავშირდნენ და იქ არსებული რთული მდგომარეობის შესახებ აცნობეს:

 

„დახლოებით სამი-ოთხი თვის წინ ლისის ონკოლოგიური ცენტრის მედიკოსები დამიკავშირდნენ, ჩართული ვარ ამ საკითხში, ამიტომ ვიცი, რომ სამედიცინო პერსონალი 10 თვის დაგვიანებით იღებს ხელფასებს. აქ არის ასევე მენეჯმენტის პრობლემა, რადგან არ არის გამჭირვალე ვის, რა პერიოდში ეძლევა ხელფასი, ეს მაშინ როდესაც, ადმინისტრაცია ხელფასს ყოველ თვე იღებს. ასევე გაურკვეველია რა თანხა ირიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან, რადგან უწყებაში  აცხადებენ, რომ თვის თანხას დროზე რიცხავენ, თუმცა, ეს თანხა არ მისულა მომსახურე პერსონალამდე. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკა, შესაბამისად, ჰოლდინგმა უნდა გაარკვიოს აღნიშნული საკითხი. წინა კვირას მივიდა ბატონი ჩოგოვაძე ლისის ონკოლოგიურში, 4კლინიკა რომ გაბარია ასეთი პრობლემებით და 6 თვის შემდეგ მიხვალ ადგილზე , გაეცნობი კოლექტივს და ეტყვი, რომ არ ამ პრობლემების შესახებ ინფორმაიცა არ აქვს, აქ სიტყვები და კომენტარები ზედმეტია“, განმარტავს სერგო ჩიხლაძე.

 

აღსანიშნავია, რომ ექიმების პრობლებს თავად ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო, ჯანდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში სამედიცინო პერსონალს დაპირდა, რომ ამორტიზებული კლინიკის მართვასა და ხელფასების გასტუმრებაზე სამინისტრო იზრუნებდა, თუმცა დღემდე პრობლემა პრობლემად რჩება. ექიმები იგივე მდგომარეობაში არიან და მათი პრობლემები მოგვარების ნაცვლად, პირიქით, უფრო მძაფრდება, რასაც ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

 

„საშინელი მდგომარეობაა, ცენტრს თითოეული თანამშრომლის 10 თვის დავალიანება აქვს და პასუხი ამაზე არ არსებობს. კატეგორიულად მოვითხოვთ, რაც ვიმუშავეთ ის აგვინაზღაურონ, ჩვენ ხომ ვიმუშავეთ? მე ვარ სხივური თერაპიის ფიზიკოსი რომელსაც, მთელი დღის განმავლობაში, ჯანმრთელობის ფასად უჯდება სამსახურში ყოფნა“, - განაცხადა ექთანმა ლია ცინცაძე.

 

„ხელფასს ვიღებთ თუმცა, ერთი თვისას,ამიტომ გაიზარდა დავალიანება, ჯერ იყო ორი თვის დავალიანება, შემდეგ 4 თვის და ახლა არის 10 თვე. მარტის თვეს ჩამერიცხა მესამედი, აპრილში კი საერთოდ არ ჩამრიცხვია“, - აცხადებს კლინიკის კიდევ ერთი ექთანი.

 

„სახელმწიფოს გარეშე ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება, ამიტომ ვითხოვთ სასწრაფოდ მოგვხედოს სამინისტრომ. მე პირადად, ბოლოს მარტის ბოლოს ჩამერიცხა ხელფასის მესამედი“, - განმარტავს ექიმი მზია მეჭურჭლიშვილი.

 


სერგო ჩიხლაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს იდენტური პრობლემებია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოშიც. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალს 4 თვეა ხელფასი არ აუღია. თუმცა, სულ სხვას ამტკიცებს ბავშვთა ინფექციურის დირექტორი მამუკა მაჭავარიანი. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კლინიკაში არსებულ რეალობას არ ასახავს:

 

„სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ თანამშრომლები 4 თვე უხელფასოდ მუშაობენ. ჩვენ ვიღებთ დაფინანსებას 36-ე დადგენილების შესაბამისად, სადაც გაწერილია ის მექანიზმი, როგორ უნდა მოხდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ჩარიცხვა. დღის მდგომარეობით, სამინისტროს არ აქვს დადგენილი ნორმები დარღვეული და ამ კვირაში ველოდებით შესაბამის ანაზღაურებას, რა დროსა გაიცემა ხელფასები“,- აცხადებს მამუკა მაჭავარიანი.

 

მედიაჰოლდგინის კითხვაზე რომელი თვის ხელფასს მიიღებს სამედიცინო პერსონალი მამუკა მაჭავარიანი გვპასუხობს:

 

„36-ე დადგენილებაში განსაზღვრულია პერიოდები, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება რა პერიოდში უნდა ჩაირიცხოს. ახლა ჩვენ გავცემთ იანვრის თვის შესრულებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის შემდეგ არ აუღიათ ხელფასი.სისტემატიურად იღებენ  შრომის ანაზღაურებას, თუმცა, არის რამდენიმე თვის უკუხევით, ანუ დეკემბრის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ჩაგვერიცხა მარტში და მარტშივე მოხდა მათთვის შესაბამისი შრომის ანაზღაურების გაცემა“, -განმარტავს მამუკა მაჭავარიანი. 

 

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი მამუკა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სამინისტროსთანაც და გიორგი ჩოგოვაძესთანაც. მისი თქმით  ორივე მხარე ყველა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. უბრალოდ, ქვეყანაში შექმნილმა  ვითარებამ განვითარების გეგმა დროებით შეაჩერა და საავადმყოფო კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში ჩაერთო. „კომერსანტის“ კითხვაზე კორონავირსუსის გავრცელებამდე რისი შემუშავება მოასწრო სამედიცინო ჰოლდინგმა და კონკრეტულად რა გაკეთდა თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს განვითარებისთვის, მამუკა მაჭავარიანი გვპასუხობს:

 

„სჯობს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სამედიცინო ჰოლდინგმა გააკეთოს“- განგვიცხადა მაჭავარიანმა.

 

აღნიშნული საავადმყოფოების მართვა სამედიცინო ჰოლდინგამდე „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ „კლინიკების მართვის კომპანიას“ ებარა. ფონდი აქტიურად მუშაობდა ფართომასშტაბიან პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა.თუმცა, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მაშინ უნდა დაყენებულიყო საკითხი თუ რატომ ვერ შეასრულა ფონდმა თავისი ფუნქციები.

 

„საპარტნიორო ფონდი ამბობს, რომ რამდენიმე რეალური ინვესტორი შემოიყვანეს, რომლებიც იზრუნებდნენ ამ კლინიკების გამართულ მუშაობაზე, ინფრასტრუქტურაზე, ფულს ჩადებდნენ კლინიკების განვითარებაში, ხელშეკრულებამდეც კი მივიდა მოლაპარაკება, თუმცა, სამივე შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა ხელმოწერის წინა დღეს გასხვისების საკითხი შეაჩერა, ამას თანამშრომლები ამბობენ  და თვითონ „საპარტნიორო ფონდშიც“ ადასტურებენ.ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რა მნიშვნელობა აქვს ერთ სტრუქტურის მეორეთი ჩანაცვლებას, რომელიც ასევე ვერ შეასრულებს ფუნქციას? ამიტომ ვისაც ჩააბარებენ კლინიკების მართვას რა სტრუქტურასაც უნდა იყოს, უნდა მიეცეს დროში გაწერილი მკვეთრად განსაზღვრული დავალება. დღეს ჰოლდინგმა არ გაამართლა, შემდეგ შეძლება ახალი რაღაც შექმნან,  სხვა სახელით, რა დროსაც იგივე მოხდება, რადგან ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლინიკები, მთავარი მოთამაშე აქ არის ჯანდაცვის სამინისტრო და მან უნდა გადაწყვიტოს ბედი და პოლიტიკა რას აკეთებს ამ კლინიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯანდაცვის სამინსტრო ამას არ აკეთებს“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი მამუკა მაჭავარიანი 2017-2019 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი  „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე იყო. ჯანდაცვის ექსპერტს არ უკვირს, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ კლინიკების მენეჯმენტში თავისივე ხალხი დანიშნა, რადგან ფონდი აღნიშნულ კლინიკებს წლების განმავლობაში მართავდა.სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სამედიცინო ჰოლდინგი კიდევ უფრო არაფრის მომცემი ორგანიზაცია გამოდგა, რადგან მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდმა“ რესპუბლიკურს და ლისის ონკოლოგიურის კოსმეტიკური რემონტისთვის გარკვეული თანხა მაინც დაახარჯა.

 

„მთავარია ამ ადამიანებმა საქმე გააკეთონ და შეასრულონ ის მოვალეობები, რაც მათ ევალებათ. ვხედავთ, რომ გადის თვეები, პრობლემა არ გვარდება და საქმე ვერ კეთდება. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ მიერ არის დანიშნული მენეჯერი ლისის ონკოლოგიურში, რომელიც ასევე ვერ ართმევს თავს პრობლემებს. ეს ახლად შექმნილი ჰოლდინგი არათუ ვერ წყვეტს არამედ არც კი ინტერესდება პრობლემებით და ამ ხალხს არ ესაუბრება.  ელემენტარულად როდესაც ხარ ჰოლდინგი, კლინიკები გაბარია შენი ხედვა ხომ მაინც უნდა წარადგინო, როგორ აპირებ კლინიკების განვითარებას. როდესაც არც ხედვა გაქვს, არც კლინიკის კოლეგებს არ ელაპარაკები, არც ვალდებულებების შესრულება გინდა აქ გასაგებია, რომ ეს არის ფიქციურად შექმნილი, ბიუროკრატიული დასასაქმებელი კანტორა, ან კიდევ უფრო უარესი, „ფულის საჭრელი დაზგა“, -განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up