სამედიცინო სფეროს წარმომადგელები დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემის  მინიმუმ ორი თვით გადავადებას ითხოვენ

სამედიცინო სფეროს წარმომადგელები დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემის მინიმუმ ორი თვით გადავადებას ითხოვენ

access_time2019-11-20 18:13:15

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული.ხვალიდან ჯანდაცვის სერვისების მიწოდება კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვრა.


კერძო სამედიცინო კლინიკებისა და დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის აღნიშნული ნაწილი არ გადავადდა.


საკითხზე დღეს პარლამენტში კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა.


სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მოსაზრებებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მიმართულებით გარკვეული რეგულაციების დაწესების მიმართ მათ წინააღმდეგობა არ გააჩნიათ, მათი შეფასებით, კონკრეტული დადგენილების ამოქმედება სამედიცინო სექტორის საქმიანობას დააზარალებს და დარგის განვითარებას შეაფერხებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მინისტრის 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადის გადავადება მოითხოვეს და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების და მსჯელობების გამართვაზე მზაობა გამოთქვეს.


სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა პრეტენზიებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა უპასუხეს. მათ რეფორმის მომზადების მიზნებზე, მის საჭიროებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.


სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკებისთვის დაწესებული ტარიფების სტრუქტურაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯების კომპონენტებზე, სახელფასო დანახარჯებსა და მოგების ნაწილზე ჩატარებულ კვლევებზე, სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის მეთოდზე და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე განცხადებები გააკეთეს.



სამუშაო შეხვედრაზე საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა,ლევან კობერიძემ სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა.


პარლამენტის წევრმა სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული სამედიცინო კლინიკების წარმომადგენელთა მოთხოვნა გაიზიარა და დადგენილების ამოქმედების, სულ მცირე, ორი თვით გადავადება მოითხოვა.სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმა და დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.


აკაკი ზოიძის განცხადებით, იგი დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.


„სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად. მე მესმის თქვენი წუხილი არის მთელი რიგი თემები რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.


ღია წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა.


ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან თანხების დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის კლება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.







m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up