სამცხე-ჯავახეთში რეგიონში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს

access_time2020-07-06 10:01:11

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.


,,2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული განვითრების ფონდის ფარგლებში გამოყოფილი იყო, დაახლოებით 33 მილიონ ლარამდე თანხა, რამაც საშუალება მისცა რეგიონს 51-მდე პროექტი დაეგეგმა და განეხორციელებინა. მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს. თუ სადმე ჩამორჩენა და გრაფიკის ცვლილებაა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ პანდემიის გამო 2 თვე იძულებული ვიყავით პროექტები შეგვეჩერებინა. მიუხედავად ამისა როგორც კი მოგვეცა საშუალება პროექტების განახლების ძალიან სწრაფად მოხდა კომპანიების მიერ ხელახლა მობილიზაცია და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. იმედი მაქვს რომ ყველა ის პროექტი რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს წარმატებულად დასრულდება. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია, რაც მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას, პროექტები მორგებულია რეგიონის საჭიროებებს"-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ქალაქ ნინოწმინდის ძერჟინსკის და ბაღრამინაის ქუჩების მოასფალტება, თბილისის, გაგარინის და ლერმონტოვის ქუჩების მოასფალტება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, ქალაქ ახალციხეში ცხრა აპრილის და რუსთავლის ქუჩის რეაბილიტაცია, სკვერის რეაბილიტაცია, კოსტავას, ნათენაძის, დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, #1 საბავშვო ბაღი, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახლქალაქის მუნიციპალიტეტში სულდა-მიახნიკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, არაგვა, გომნააოს, ბუღაშნის გზის რეაბილიტაცია და სხვა.



2020 წლის რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტით სამცხე-ჯავახეთში გამოყოფილია 33 მილიონ ლარზე მეტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საჭიროებებიდან გამომდინარე აქცენტი სხვადასხვა ტიპის პროექტზეა გაკეთებული.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up