სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

access_time2021-05-10 10:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.


„2020 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 ათასი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. ბორჯომის პლატო მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადილს წარმოადგენს. ტერიტორიის დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, პლატო ძირითადი სარეკრიაციო ზონაა და მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების, ასევე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით.


მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.




სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს. მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ, 2013-2020 წლებში, დაჭერილი და განადგურებულია 25 მილიონამდე ქერქიჭამია.



გარდა აღნიშნული ღონისძიებისა, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც სანიტარული ჭრების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, სანიტარული ჭრების პარალალურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up