სამართლიანობის აღდგენის პროცესს სასამართლო სისტემა მოუმზადებელი შეხვდა

სამართლიანობის აღდგენის პროცესს სასამართლო სისტემა მოუმზადებელი შეხვდა

access_time2017-07-19 12:00:14

„ სამართლიანობის აღდგენის პროცესს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა -ამის შესახებ „ნიბა ინვესტის დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე რადიო „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს. ბიზნესმენი წლებია ღირსების აღდგენას და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ცდილობს. კიღურაძის სასამართლო პროცესები თვეებია გრძელდება. მორიგი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.

 


„ნიბა ინვესტის დამფუძნებელი განმარტავს, რომ 2016 წლის აგვისტომდე საკანონმდებლო „ცაიტნოტი იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა სადავო საკითხების გადასინჯვას.

 

„ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 310-ე მუხლში შევიდა ცვლილებები და პროკურატურას განესაზღვრა ფუნქცია- ახლად აღმოჩენილი გარემოებები შეისწავლოს და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მიმართოს სასამართლოს საქმეთა გადასასინჯად. ამ ცვლილების შესაბამისად 8-9 თვის განმავლობაში პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა, რომელიც ახალი კადრებით არის დაკომპლექტებული, შეძლო 30-მდე საქმე დაემუშავებინა და გადაეცა სასამართლოსთვის. ეს ნაკლებ ეფექტურია იმ 12 ათას საქმეში, რასაც თავად პროკურატურა ასახელებს, თუმცა იმ 10 კაციანი კოლექტივით, რაც ახალ დეპარტამენტს ჰყვას მაინც კარგია აცხადებს კიღურაძე

 


მისივე თქმით, პროკურატურას გაძლიერება სჭირდება, თუმცა გამოჩნდა, რომ სასამართლო სისტემა ამ პროცესს მოუმზადებელი შეხვდა. ბიზნესმენის განცხადებით, პროკურატირამ მეტ-ნაკლებად დაარეგულირა მდგომარეობა, სასამართლო ხელისუფლება კი მოუმზადებელი აღმოჩნდა.

 

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ ახლად აღმოჩენილ საქმეთა დასაშვებობის შესახებ ორი კვირის ვადაში უნდა იმსჯელოს პროკურატურამ. სასამართლომ კი ორი თვის ვადაში განაჩენი უნდა გამოიტანოს. თუმცა არცერთი ამ 30-მდე საქმიდან ჯერ დასრულებული არ არის. სასამრთლო ორი თვის ნაცვლად, საქმეების განხილვას 8-9 თვეს ანდომებს. „ აცხადებს კოღურაძე

 

ნიბა ინვესტის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დროში გაჭიანურებული საქმეებს, რამდენიმე მიზეზი აქვს მათ შორის, მენეჯმენტის და რესურსის პრობლემა. მისივე ინფორმაციით, სასამართლოს ყველა კოლეგიას ახალი მოსამართლეები დაემატა, თუმცა პროცესები მაინც თვეობით მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია, რადგან ადამიანები, რომლებიც ერთხელ უკვე დაისაჯნენ უსამართლოდ,  მიდიან სასამართლოში ,რომ იპოვონ სამართალი და იქაც უკანონობა ხვდებათ .


ბაკურ კიღურაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლების საქმინობაში პოლიტიკური ხელისუფლება ნაკლებად ერევა და ეს ნიშნავს, რომ საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს და არა მინისტრთა კაბინეტში ანუ მოსამართლეთა კორპუსი სხვაგვარად უნდა მიუდგეს ამ თემებს.

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up