სამართლიანია თუ არა თბილისში ტრანსპორტზე აბონემენტების სისტემის ამოქმედება

სამართლიანია თუ არა თბილისში ტრანსპორტზე აბონემენტების სისტემის ამოქმედება

access_time2021-12-25 16:00:11

2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება, თუმცა შემოდის აბონემენტების სისტემა.  როგორც მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთსაათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება.  კალაძის ცნობით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი. ულიმიტო აბონემენტების გარდა, თბილისში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გახდება 1 ლარი, მომხმარებლებს კი მისი გამოყენება ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში

სამართლიანია თუ არა თბილისის მერიის მიერ საქალაქო ტრანსპორტზე აბონიმენტების (გაძვირების) ახალი სისტემის ამოქმედება? - ამის გარკვევა "კომერსანტმა"  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში სცადა. როგორც ცენტრში აგვიხსნეს,  იმისათვის რომ, ამ შეკითხვას გაეცეს სრულფასოვანი პასუხი, პირველ რიგში, რევიზია უნდა ჩაუტარდეს, მერიის მიერ EBRD ხელშეწყობით შესრულებულ ანგარიშს - ავტობუსების ქსელის რესტრქუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის შეგროვების ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა.

ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, "კომერსანტს" უხსნის,  წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მგზავრნაკადების პროგნოზირების საუძველზე, თბილისის ფარგლებში გამოკვეთილია 10 სატრანზიტო დერეფანი. (სადღეისოდ ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი). გაურკვეველია როდის ამოქმედდება სხვა დანარჩენი 9 დერეფანი. 

ცნობისათვის, სატრანზიტო დერეფნების ამოქმედება, ფინანსურად ტევად ღონისძიებას წამოადგენს, რადგანაც დაკავშირებულია გზების და ავტობუსების გაჩერებების გადაკეთებასთან.


თვალსაჩინოებისათვის ერთ მაგალითს მოვიყვან, ლუბლიანის ქუჩაზე, მიუხედავად ქუჩის სივიწროვისა გათვალისიწნებულია სამი მე-8 , მე-9 და მე-10 დერეფნების მოწყობა, რაც ითვალისწინებს გზის გაფართოებას და სინქრონულად ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას. რისი განხორციელებაც არც დაწყებულა, ანალოგიურ მდგომარეობას, სხვა დერეფნებთან მიმართებით, წააწყდებით თბილისის მრავალ უბანში.
იმ ვითარებაში, თუ მერია შეძლებდა დაანონსებული (დაპირებული) 10 სატრანზიტო დერეფნის სრულყოფილ ამოქმედებას, ბუნებრივია ასეთ პირობებში მისაღები და გამართლებულიც იქნებოდა ქალაქში საავტობუსო ქსელის გამოყენების გაძვირება. მაგრამ, როცა ეს დაპირება ვერ შესრულდა, ბუნებრივია, მერიის გადაწყვეტილება არის ცალმხრივი და მოსახლეობის საზიანო: აძვირებ ტარიფს, ინფრასტრუქტურას და ნაკადების მართვას ტოვებ გაუმჯობესების გარეშე
, - გვიხსნის ტრანპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტი და ასკვნის: იმ ვითარებაში, როცა პრაქტიკულად იგნორირებული 10 სატრანზიტო დერეფნის ფუნქციონირება, თბილისის მერიის მხრიდან ტარიფის ცალმხრივი გაძვირება არასამართლიანი და უფრო მეტიც ნებისმიერი თბილისელისათვის კაბალურია.



სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ვასო ურუშაძე კატეგორიულად არ იზიარებს თბილისის მერიის და კახა კალაძის მოსაზრებას, თითქოს აბონემენტების სისტემა მგზავრობას კი არ აძვირებს, პირიქით, აიაფებს და ამტკიცებს, რომ ესაა მარკეტინგულიო ხრიკი, რომლითაც დედაქალაქის მერი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს. სააბონენტი სისტემის დანერგვასთან ურუშაძეს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მისი გამოყენება  მგზავრობის გაძვირების საპირწონედ ვერ და არ გამოდგება, რადგან ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.

მერი, რომელმიც წინასაარჩევნოდ უკეთესი ცხოვრებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების დაპირებებს გასცემ და არჩევიდან ერთ თვეში აორმაგებ მგზავრობას, თანაც ახლა, როცა ასეთი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონია ქვეყანაში, ხარ თაღლითი და მატყუარა პოლიტიკოსი. ძალიან კარგად გვახსოვს, არჩევნებამდე როგორ ამბობდა კალაძე, რომ ტრანსპორტის გაძვირება მიუღებელია და არ მოხდება, თუმცა, როგორც კი მერი გახდა, გააორმაგა მგზავრობის ტარიფი. რატომ აკეთებს ამას? - იმიტომ რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის ქართული ოცნების დასაქმების ბიურო. ყველა იმ პარტაქტივს, რომელთანაც ვალშია კახი კალაძე, რომლებიც დარბოდნენ მოსყიდვებზე, ხმების მიტაცებაზე, გაყალბებაზე,  მისცა დაპირება, რომ დაასაქმებდა და გაუზრდიდა ხელფასებს. ეს თანხა ამოიღო სწორედ მოქალაქეებისგან ახლა მგზავრობის გაძვირებით,  - ამბობს ვასო ურუშაძე და მიმართავს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მგზავრობა არ გაძვირებულა, ნებისმიერ ფორმატში დაუმტკიცოს მას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

ასევე მზად ვარ შენთან ერთად ვიმგზავრო მეტროთი და ავტობუსით, თავად მოისმინე რას ფიქრობს ხალხი, - ღიად ეუბნება ურუშაძე კალაძეს.


შეგახსენებთ, 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე 60 მლნ ევრო დაიხარჯება: გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი და ნაძალადევი - ეს ის მეტროს სადგურებია, რომლის რეაბილიტაციაზე თბილისის მერია 60 მლნ ევროს დახარჯოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას, განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტი EBRD-თან თანამშრომლობით განხორციელდება.

გთავაზობთ, სატრანსპორტო დერეფბის კვლევის ცენტრის მიერ კომერსანტისთვის მოწოდებულ მასალას, სადაც აღწერილია მოსახლეობის გამოხმაურება, ამ საკითხთან დაკავშირებით:


1. „ისევ პლასტმასებში ნუ ჩასვამთ, გაიგეთ არ შეიძლება მეტრო პლასტმასებში არააა !!!!!! ადრე გიჟები კი არ იყვნენ სულ ქვაში რომ იყო გაკეთებული. მარტო სილამაზის გამო არ იყო ეგ. წარმოიდგინეთ ხანძრის (ღმერთმა არ ქნას) დროს რა მოხდება. ქვას კი ცეცხლი არ ეკიდება. გარდა მაგისა მეტროში ყველაფერი ხილული უნდა იყოს რომ დააფიქსირო შემოწმების დროს და დროულად აღმოფხვრა დაზიანება. ( მაგ. წყალი რომ ჟონავს და ა. შ) პლასტმასები რომ არის აკრული მის უკან კი რა ხდება ?“

2. „ კი კი ზუსტად, ვარკეთილში რომ ჩამოვარდა ჭერი და დაეცა ხალხს ამდენი არმატურა და პლასტმასი, კიდე გაუმართლა ხალხს რომ გადარჩნენ, ეს ოხერი მარმარილოს ფული თუ არაა, არც გვინდა, უბრალოდ გალესონ და შეუშვან მხატვრები და უბრალოდ საღებავით მოახატინონ ჭერი, გვირაბები ფერადი თემატური სურათებით, თვალსაც ესიამოვნება, თანხაც დაიზოგება შედარებით, მხატვრებსაც საქმე ექნებათ და ვინიცობაა რამე მოხდეს, მაქსიმუმ ნახატი დაზიანდეს და მორჩა… ხალხი მაინც არ დაშავდება ჩამოვარდნილი ჭერით და არც არაფერი აალდება.. უმარტივესი გამოსავალია მარა დარწმუნებული ვარ ისევ რაღაცა ჯოჯო იაფფადიან პლასტმასებს მიაკრავენ.“

3. "სრულიად გეთანხმებით. აბა რას იზამენ. ისევ ელიავას პლასტმასებში ჩასვავენ. ებრაული გამონათქვამია ასეთი. არც შენი იცოდე და არც სხვისი გაგეგონოსო. ისეა ამათი საქმე. უცოდინრებით და დილეტანტებით გაივსო ქვეყანა. ყველაფერს თავის წესი აქვს და ცოდნა უნდა ყველაფერს. იდეალური აზრია. მიუშვან მხატვრები და გაალამაზებენ მართლა.“


NUMBEO.COM-ის მიხედვით, რეგიონის ქვეყნების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე იაფი საქართველოშია.  50 თეთრზე დაბალი ტარიფი  რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.  ამასთან, გაცილებით მაღალია ხარჯი, რაც სახელმწიფოს თითო მგზავრის გადაყვანა უჯდება  საშუალოდ 2.7 ლარი. 1-ლი თებერვლიდან, თუკი რეგიონის ქვეყნებში ეს მოცემულობა დარჩება, საქართველო ტარიფის სიდიდით თურქეთს თითქმის  გაუთანაბრდება და მესამე ადგილს დაიკავებს აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ.


მეზობელ  ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მაჩვენებლები დღეის მდგომარეობით ლარში  ასე გამოიყურება:   


— აზერბაიჯანი 0,56 ლარი;

— სომხეთი - 0.62 ლარი;

— თურქეთი - 1.2 ლარი;

— რუსეთი - 1.27.


რაც შეეხება, მსოფლიოში ყველაზე ძვირ ტარიფს, ნორვეგიაშია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებს 13,44 ლარი ღირს, შვეიცარია ამ კრიტერიუმის მიხედვით მეორე ადგილზეა - 11.71 ლარით, მესამე ადგილზეა ისლანდია, სადაც მგზავრობის ტარიფი 11.40 ლარს შეადგენს, დანიაში 11.25 ლარი, ხოლო შვედეთში ეს მაჩვენებელი 11.15 ლარის დონეზეა.


ლუქსემბურგი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მგზავრობა უფასოა.


ყველაზე იაფი ტარიფი დღესდღეობით სირიაშია - ქართულ ვალუტაში 0.31 ლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა მოლდავა - 0.34 ლარი, უზბეკეთი - 0.43 ლარი, ხოლო შრი-ლანკაში ეს მაჩვენებელი 0.49 ლარს შეადგენს.





ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up