„სამართლიანი არჩევნები“ - ჩვენი დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის ათი საჩივარია შეტანილი

„სამართლიანი არჩევნები“ - ჩვენი დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის ათი საჩივარია შეტანილი

access_time2020-10-31 12:06:47

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს.

 

მათივე ცნობით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

 

„ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი. ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა „კოვიდ-19“-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას“, – აცხადებენ ორგანზიაციაში.

 

გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

 

„აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია ათი საჩივარი, ექვსი საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

„30 ოქტომბერს, საღამოს საათებში „სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა საჯარო მოხელე ყვარლიდან, რომელმაც აცნობა, რომ საჯარო მოხელეებს მიღებული აქვთ დავალება დილის 8:00 საათიდან 9:00 საათამდე მივიდნენ სხის მისაცემად და საარჩევნო ბიულეტენი ღიად გამოიტანონ კაბინებიდან. დამკვირვებლის უფლების შეიზღუდა – #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს 8:00 საათამდე.

 

#69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა საარჩევნო უბანზე შესვლა 7:25 საათამდე.  #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე 8:00 საათამდე.  #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლევა უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა: #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს ირღვევა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩევლებს ბიულეტენები კაბინებიდან გამოაქვთ გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ უბანზე მყოფ პირებს შეუძლიათ დანახვა, თუ ვის მისცეს ხმა.

 

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს მასიურად გამოაქვთ ღია ბიულეტენები ისე, რომ დამსწრე პირებმა დაინახონ ვის მისცეს ხმა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნას აგრესიით პასუხობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველს ღია ბიულეტენით გამოტანის უფლება აქვს.


 

#14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 უბნზე ამომრჩეველმა ხმა მისცა რეგისტრატორის მაგიდასთან, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს რეაგირება არ მოუხდენით.

#78 ბათუმის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ამომრჩეველმა ბიულეტენები კაბინებიდან გამოიტანა გახსნილ მდგომარეობაში ისე, რომ შესაძლებელი იყო იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დაფიქსირდა წილისყრის წესის დარღვევაც.

 

„#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით კერძოდ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გაცვალეს ფურცლები, სადაც მითითებული იყო რა ფუნქციები უნდა შეესრულებინათ.

 

#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ფურცლები არ დაამოწმა საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიას წილისყრის ხელახლა ჩატარება დაავალა, თუმცა საარჩევნო უბანი მითითებას არ ასრულებდა.

 

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კერძოდ კომისიის წევრმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ განაცხადა, რომ მას შეხვდა გადასატანი ყუთის თანხმლები პირის ფუნქცია, მაგრამ მისი ფურცელი იყო ცარიელი და მას ეს ფუნქცია წილისყრით არ ერგო. მიუხედავად დამკვირვებლების შენიშვნისა კომისიის მიერ წილისყრა ხელახლა არ ჩატარდა.

 

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #25 კომისიის წევრებმა წილისყრის ჩატარებისა და ფუნქციების განაწილების შემდეგ თვითნებურად გაცვალეს წილისყრით მინიჭებული ფუნქციები.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება/წარმოება დაფიქსირდა: #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ კომისიას არ შეუვსია საკონტროლო ფურცლები და არ მოუთავსებია საარჩევნო ყუთებში. #65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის #37 საარჩევნო უბანზე ძირითად საარჩევნო ყუთში ჩააგდეს 2 საკონტროლო ფურცელი და გადასატან ყუთში არ არის საკონტროლო ფურცელი. „კოვიდ-19“-ის რეგულაციები დაირღვა:

 

#30 კასპის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველს პირბადეს არ ახსნევინებდა და ისე ატარებდა შესაბამის პროცედურებს. მითითების მიღების შემდეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა. 29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე მისულ 10-ზე მეტ ამომრჩეველს ნაკადის მომწესრიგებელმა და რეგისტრატორმა კომისიის წევრმა არ მოსთხოვეს დროებით პირბადის მოხსნა. #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს რეგისტრატორი კომისიის წევრები ამომრჩეველს არ სთხოვდნენ პირბადის მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით. დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირი რამდენიმე უბანზე:

 

#32 გორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 2 არაუფლებამოსილი პირი, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარის მითითების საფუძველზე დატოვეს უბანი.

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 30-40 წუთის განმავლობაში 2 არაუფლებამოსილი პირი, რომლებმაც თავმჯდომარის არაერთი მითითების შედეგად უბნის ტერიტორია არ დატოვეს, მხოლოდ მოგვიანებით გავიდნენ. #62 ჩოხატაური საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მერის წარმომადგენლის მოადგილე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა უბანზე. #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.

საარჩევნო ყუთის ლუქის დაკარგვა დაფიქსირდა: #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 საუბნო საარჩევნო კომისიამ დაკარგა საარჩევნო ყუთების ლუქი, რამაც შეაფერხა უბნის სათანადოდ მოწყობისა და საარჩევნო ყუთების კენჭყრისთვის მომზადების პროცესი. #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე არ ქონდათ საარჩევნო ყუთების ლუქები. საუბნო კომისია შესაბამის ლუქებს საოლქო საარჩევნო კომისიისგან ელოდა და დარღვევა 9:00 საათისთვის აღმოიფხვრა.

 

გაიცა არასაკმარისი ბიულეტენი: #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს 3 ბიულეტენის ნაცვლად (პროპორციული, მაჟორიტარული, მერის) გადაეცა 2 ბიულეტენი. კომისიის თამჯდომარის რეაგირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

 

დაფიქსირდა სიაში ხელის არასწორად მოწერა: #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე კომისიის რეგისტრატორმა წევრმა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელი ამომრჩევლის გასწვრივ არასწორად მოაწერა. მარკირების წესის დარღვევა დაფიქსრიდა #2 ვაკის საარჩვნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მარკირების პროცედურის დარღვევით, კერძოდ ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩევლის მარკირებას ამოწმებდა ხელის მტევანზე და ხელის გულზე.

 

უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზებას ჰქონდა ადგილი. #13 სიღნაღის საარჩვნო ოლქის #17 უბანთან. კერძოდ, სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩეველთა სიებით სხედან უცნობი პირები და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.  ასევე #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #6 და #36 საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან სიებით მობილიზებული კოორდინატორები.

#51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #17 საარჩვნო უბნის შენობაში კი იმყოფებიან პირები ამომრჩეველთა სიებით და მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up