ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაყალბების, დაშინების ან ხმების მოსყიდვის ადგილი არ არის. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.
"ვაკვირდები ჩვენი მოკავშირე საქართველოს არჩევნებს. მოვუწოდებ ყველას მისცენ ხმა, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაე იმუშავოს პროცესმა. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაყალბების, დაშინების ან ხმების მოსყიდვის ადგილი არ არის. ჩვენი ქვეყნები ძლიერები და ერთიანები არიან და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს", — წერს ის ტვიტერზე.
on.ge