სამართლებრივი დავის ფორმატიდან გასული

სამართლებრივი დავის ფორმატიდან გასული "კრედიტ სუისის" ხელმძღვანელობა მოქმედებს იგივე ალგორითმით, როგორითაც შუა საუკუნეებში კარიბის ზღვის მეკობრეები - სოსო არჩვაძე

access_time2022-08-02 16:30:25

ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება. მისი თქმით ეს არ არის რიგითი კერძო პირის და ფინანსურ ინსტიტუტს შორის წარმოქმნილი დავა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს დგას ვიპ-კლიენტი, მეორე მხარეს კი შვეიცარიის საფინანსო-საბანკო სისტემის ფლაგმანი.



„უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოება ყურადღებით აკვირდება იმ მოქმედებებს და ინსინუაციებს, რომლებსაც შვეიცარული "კრედიტ სუისი" და მის ქვეშ არსებული ტრასტები მიმართავენ ბიძინა ივანიშვილის და მისი აქტივების წინააღმდეგ. ეს არ არის რიგითი კერძო პირის და ფინანსურ ინსტიტუტს შორის წარმოქმნილი დავა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს დგას ვიპ-კლიენტი, მეორე მხარეს კი შვეიცარიის საფინანსო-საბანკო სისტემის ფლაგმანი.




ის, რომ "კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფი, მის ქვეშ არსებული ტრასტები, ერთნაირი "კალიგრაფიით" მოქმედებენ, არღვევენ კლიენტის უფლებებს, ამის თაობაზე კი ადგილი აქვს მოდავე მხარის მედია-შეზღუდვას საბაზრო ეკონომიკის კლასიკურ, ქრესტომათიულ ქვეყანაში (შვეიცარია), ძალაუნებურად საკმაოდ შორსმიმავალი და მრავლისმეტყველი დასკვნები იკვეთება. - უპირველეს ყოვლისა, ჩნდება არარიტორიკული კითხვა: რა, შვეიცარიაში "სიტყვის თავისუფლება" - მხოლოდ სიტყვის მასალაა და მედია არაა თავისუფალი?!


ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" თავის პრეს-რელიზში საზოგადოებრიობას ამცნობს, რომ აპირებს გამოაქვეყნოს მეორე მხარესთან მიმოწერა სადავო საკითხებზე, რომელიც არა მარტო დააკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ შეასრულებს გარკვეულწილად ალარმ-ინფორმაციის როლსაც მათთვის, ვინც აპირებს ან მომავალში განიხილავს კრედიტ სუისთან საქმიან ურთიერთობებში შესვლას. - სამართლებრივი დავის ფორმატიდან უკვე კარგა ხნის გასული "კრედიტ სუისის" ხელმძღვანელობა მოქმედებს იგივე ალგორითმით, როგორითაც შუა საუკუნეებში კარიბის ზღვის მეკობრეები, რომლებიც არას დაგიდევდნენ საკუთარ რეპუტაციულ ზიანს სხვისი კუთვნილი ქონების ხელში ჩასაგდებად. დიახაც, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ XXI საუკუნეა, ისინი მენტალობით სწორედ ფრენსის დრეიკის მსოფლმხედველობასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე თანამედროვე ლონდონის სიტის ეტალონური ფინანსურ ტოპ-მენეჯერების ქცევის კოდექსთან. სიმართლე რომ გაიმარჯვებს, ამაში ეჭვის არავის ეპარება. აი, რეპუტაციულ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნამ კი ხსენებულ საბანკო ჯგუფს შეიძლება ისეთი რამ დამართოს, ერთი ქართული ანდაზა რომ გვახსენებს: "ვირმა პალო მოგლიჯა, ერთი სხვას მოარტყა, ათასი კი თვითონ მოხვდაო“- წერს სოსო არჩვაძე.



მისი თქმით, შორს არ არის ის დრო, როდესაც აქტივებს კანონიერ მფლობელს მიეცემა მათი განკარგვის და გამოყენების სრული შესაძლებლობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up