„სამარშუტო ტაქსების აკრძალვა სხვა ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობას გაზრდის, რაც ვირუსის გავრცელების რისკია“

„სამარშუტო ტაქსების აკრძალვა სხვა ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობას გაზრდის, რაც ვირუსის გავრცელების რისკია“

access_time2020-03-17 14:00:56

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და  18 მარტიდან  სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აკრძალა, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა მიკროავტობუსების დროებით აკრძალვისას, გაიზრდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა, რათა მგზავრებმა ქალაქში შიდა გადაადგილება შეფერხების გარეშე შეძლონ.

 

მიკროავტობისების დროებით აკრძალვას ეხმაურება ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, სამარშუტო ტაქსების აკრძალვა სხვა ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობას გაზრდის, რაც ვისურის გავრცელების კიდევ ერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მესხიშვილის თქმით,  ქალაქს საშუალება არ აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდოს.



„აიკრძალა მიკროავტობუსი ხვალიდან. ვინმემ დათვალა სად მიდის მიკროავტობუსის მზავრი (დღეში 300 000-ზე მეტი მგზავრობა), თუნდაც დაკლებული რაოდენობით?! რა თქმა უნდა ავტობუსში და მეტროში! სიმჭიდროვე გაიზრდება ხომ?! და ეს კარგია?! ტრანსპორტის სამსახური საერთოდ რას აკეთებთ? ამ დროს ავტობუსში არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული:


  1. მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!
  2. მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.
  3. მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა. ~
  4. მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.
  5. სავადებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგზავრები და მძღოლები)
  6. კონტროლიერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.
  7. მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.
  8. ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.
  9. შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს“, -ამბობს დავით მესხიშვილი.

 

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, საერთოდ უპატრონოდაა მიტოვებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე. 

 

„კომერსანტი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, იმისთვის რომ გაერკვია, რამდენად მზადაა ქალაქი მიკროავტობუსების გადაადგილების აკრძალვისთვის და დაემატება თუ არა მეტროს ვაგონები ან ავტობუსების რაოდენობა მგზავრთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით. ამ კითხვებზე პასუხს „კომერსანტი“ მკითხველს მიღებისთანავე გააცნობს.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up