სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარედ ტაქსების გასაჩერებელი ადგილები მოეწყობა

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარედ ტაქსების გასაჩერებელი ადგილები მოეწყობა

access_time2022-05-18 21:00:00

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებისთვის გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ცვლილების თანახმად, სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე ტაქსებს კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება ისე, რომ საგზაო მოძრაობას და მგზავრებს დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ.


საკითხის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის, M1 კატეგორიის ავტომობილებისთვის, იგივე ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მგზავრების უსაფრთხო აყვანა-ჩამოსმის საკითხების დარეგულირება და საპარკინგე სისტემის გაუმჯობესება.


„საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, პირველი და ყველაზე უმთავრესი სწორედ ტაქსების საავტობუსე ზოლში მოძრაობის კანონიერების საკითხია.


საავტობუსე ზოლები ეტაპობრივად მოეწყობა ყველა გამზირზე, შესაბამისად ტაქსებისთვის გარკვეულწილად რთულდება მგზავრების აყვანა - ჩამოსმის საკითხი. ავტობუსის ზოლში გაჩერებისთვის მოქმედი კანონმდებლობით ტაქსი ექვემდებარება დაჯარიმებას. აქედან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და პაკეტის სხვა კანონპროექტებში გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ საავტობუსე ზოლების მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვროს სპეციალური ადგილები ტაქსებისთვის, სადაც კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება“, - განაცხადა დეპუტატმა.



მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილება ასევე ითვალისწინებს ჯარიმების კორექტირებას, ახალი ჯარიმების შემოღებას იმ შემთხვევებისას, რომლებიც საპარკინგე სისტემის გამართულად ფუნქციონირებას აფერხებს. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში ჯარიმის გაზრდა 10-დან 50 ლარამდე. ასევე, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.


დისკუსიის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up