სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრეინინგი

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრეინინგი

access_time2019-11-14 13:25:59

საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის.


ტრენინგს, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესწრებოდა წინასწარ შერჩეული 25 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება და აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. აღნიშნულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ სახიფათო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების ამაღლებას. თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილე ტექნიკოსები თავად ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები საბოლოო მომხმარებელთათვის, რაც საერთო ჯამში ხელს უწყობს ქვეყნის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ფტორირებული გაზების ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.


„ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმისა და გაეროს ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის’’ კიოტოს ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განვითარდეს მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რადგანაც აღნიშნული სექტორი ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი არის მუდმივი განახლების პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს ენიჭება, რადგან სწორედ ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.


ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება ყველა იმ ტექნიკოსზეც, რომელიც ემსახურება 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს.



„კომერსანტი“

თეგები:
ტრეინინგი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up