იმპორტირებულ ფისტას ადგილობრივი მოსავალი სამ წელიწადში ჩაანაცვლებს

იმპორტირებულ ფისტას ადგილობრივი მოსავალი სამ წელიწადში ჩაანაცვლებს

access_time2021-06-24 13:00:35

ფისტა ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი კულტურაა, რომლის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე ბევრად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ბოლო სამი წელიწადია, საქართველოში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა ამ კულტურის მოყვანას და ბოლო ინფორმაციით, გაშენებული ფისტას ბაღების ფართობი 200 ჰექტარს აჭარბებს. უახლოეს მომავალში კი, ფისტას ასოციაციის დირექტორის ოთარ ანგურიძის ვარაუდით, იმპორტირებულ ფისტას დიდწილად ქართული ჩაანაცვლებს.


„ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია ფისტას მიმართ ინტერესიც და იზრდება გაშენებული ბაღების რაოდენობაც. არიან ფერმერები, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსებით გააშენეს ბაღები და არიან ფერმერები, რომელთაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 200 ჰექტრამდე ფისტაა გაშენებული საქართველოში, თუმცა ამაზე ბევრად მეტია საკუთარი ინიციატივით დ ხარჯებით გაშენებული ბაღები. ესენი არიან ისეთი ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სურვილი, რომ რაღაცა ჩარჩოებში მოქცეულიყვნენ.   ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ დაინტერესებული ფერმერების რიცხვი  გაშენებული ფართობების მიხევით, ყოველწლიურად  მზარდია. ჩვენი კვლევებით, წელსაც ბევრი ფერმერი აპირებს, რომ ბაღები გააშენოს.

ჯერჯერობით  ქართული ფისტა არაა ბაზარზე გასაყიდად წარმოდგენილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე არ ყოფილა მსხმოიარე ბაღები ჩვენთან.  დღეს სუერმარკეტებში კი გვხვდება  ფისტა წარწერით რომ ქართულია, მაგრამ ეს არის ჩვენს ქვეყანაში შემოსული და დაფასოებული. უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ ქართული ფისტაც მალე იქნება წარმოდგენილი დახლებზე.

დიდი მოცულობის მოსავალზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ კვლევები, რასაც ასოციაცია აკეთებს, საკმაოდ პოზიტიურია. განსაკუთრებით  ნაყოფიერი ამ კულტურისთვის კახეთის რეგიონია.


ჩვენ შეგვძლია ფისტას მოყვანა ისეთ ზონებში, სადაც სხვა კულტურებს უჭირთ, ამ თვალსაზრისით, ეს კაკლოვანი მცენარისთვის ძალიან ხელსაყრელია - დედოფლისწყარო, საგარეჯოს დიდი ნაწილი, სიღნაღის ნაწილი, სადაც მაღალი სიცხეებია - ამ კულტურისთვის ასეთი ადგილების ათვისება ძალიან პერსპექტიულია. ეს ქვეყანას კარგ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს. ეს საქმიანობა, ძირითადად, ადგილობრივი, ქართული ინვესტიციებით კეთდება.

სავსებით შესაძლებელია, რომ სამ წელიწადში ექპსორტის დიდი ნაწილი  ჩანაცვლებული იყოს ქართული ადგილობრივი ფისტას ნაწარმით“,- ამბობს ოთარ ანგურიძე.


ფისტას მასიური მოსავალი ჯერ საქართველოში არ არის მიღებული. მისი პირველი ნაყოფის მიღებას დარგვიდან დაახლოებით 6-7 წელი სჭირდება. მსოფლიო ბაზარზე ფისტას მოხმარება მზარდია, რაც ამ პროდუქტზე ფასების სტაბილურად ზრდას განაპირობებს.







დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up