სამ ბანკს სექტორის მოგების 90% უჭირავს

სამ ბანკს სექტორის მოგების 90% უჭირავს

access_time2021-11-18 10:00:45

2021 წლის პირველ 9 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მთლიანობაში 14 კომერციულმა ბანკმა დაახლოებით 1.64 მილიარდი ლარის მოგება მიიღო. კვარტლური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის პირველ სამ კვარტალში ყველაზე მეტი - 735.6 მილიონი ლარის მოგება “თიბისი ბანკმა” გამოიმუშავა, რომელსაც 658.2 მილიონი ლარის მოგებით “საქართველოს ბანკი” მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზე “პროკრედიტ ბანკია”. მთლიანობაში კი სამ ბანკზე სექტორის მოგების 90% მოდის.



2021 წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით, ქართული კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით ასეთია:

1. “თიბისი ბანკი” - 735,565,005 ლარის წმინდა მოგება;

2. “საქართველოს ბანკი” - 658,175,300 ლარის წმინდა მოგება;


3. “პროკრედიტ ბანკი” - 48,046,498 ლარის წმინდა მოგება;


4. “ლიბერთი ბანკი” - 36,311,329 ლარის წმინდა მოგება;


5. “ბაზისბანკი” - 33,319,645 ლარის წმინდა მოგება;


6. “ვითიბი ბანკი ჯორჯია” - 32,673,573 ლარის წმინდა მოგება;


7. “ტერაბანკი” - 23,801,999 ლარის წმინდა მოგება;


8. “ქართუ ბანკი” - 22,982,181 ლარის წმინდა მოგება;



9. “კრედო ბანკი” - 22,410,162 ლარის წმინდა მოგება;


10. “ხალიკ ბანკი საქართველო” - 14,756,911 ლარის წმინდა მოგება;


11. “იშ ბანკი საქართველო” - 8,616,961 ლარის წმინდა მოგება;


12. “ზირაათ ბანკი საქართველო” - 2,003,772 ლარის წმინდა მოგება;


13. “სილქ როუდ ბანკი” - 1,355,335 ლარის წმინდა მოგება;


14. პაშა ბანკი საქართველო - 2,823,225 ლარის ზარალი.



მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.83 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, ხოლო 192.5 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. საბოლოოდ, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.64 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.



აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 9 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.42 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.01 მილიარდი ლარია. საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა 343 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 48%-ით არის გაზრდილი.



ყველაზე დიდი ხარჯი კომერციული ბანკებისთვის მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 960 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 554 მილიონი ლარი დახარჯეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up