სალვადორში ბიტკოინით გადახდები დაიწყო

სალვადორში ბიტკოინით გადახდები დაიწყო

access_time2021-09-07 11:30:00

დღეიდან სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება გახდა. Reuters-ის ცნობით, პრაქტიკაში გატარებული ამ რეალური ექსპერიმენტის მომხრეები ამბობენ, რომ ეს უცხოეთიდან, ძირითადად კი აშშ-დან გადმორიცხულ თანხებზე მოქალაქეებისთვის საკომისიო ხარჯებს მილიარდობით დოლარით შეამცირებს. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ბიტკოინით გადახდები ფულის გათეთრების წყარო გახდება.



გეგმა ახალგაზრდა, ქარიზმატულ და პოპულარულ პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს ინიცირებულია, რომლის მიზანიცაა ყოველწლიურად 400 მლნ დოლარის დაზოგვა, რასაც სალვადორელები ფულადი გზავნილების საკომისიოებში იხდიან. მხოლოდ გასულ წელს ფულადი გზავნილები სალვადორში, თითქმის, 6 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.



გამოკითხვებმა აჩვენა, რომ სალვადორელები ბიტკონის გამოყენებას სკეპტიკურად უყურებენ და კრიპტოვალუტის არასტაბილურობას უფრთხიან. კრიტიკოსების თქმით, ბიტკოინის არასტაბილურობა ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის მარეგულირებელ და ფინანურ რისკებს გაზრდის. თუმცა მოქალაქეთა ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი.



„ეს ჩემთვის მომგებიანი იქნება... ოჯახი შეერთებულ შტატებში მყავს და მათ ფულის გამოგზავნა უკვე უფასოდ შეუძლიათ მაშინ, როცა ამერიკული ბანკები ამაზე საკომისიოს იღებენ,“ - აცხადებს რეინა იზაბელ აგუილარა, რომელსაც დედაქალაქ სან სალვადორის სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში მდებარე ელ ზონტე ბიჩზე თავისი მაღაზია აქვს. საქმე ისაა, რომ ელ ზონტე ე.წ. ბიტკოინის პლაჟია, რაც მიზნად ისახავს ქალაქის გადაქცევას მსოფლიოში ბიტკოინის ერთ-ერთ პირველ ეკონომიკად.




მიმოქცევაში ბიტკოინის ჩაშვებამდე მთავრობამ ციფრული ვალუტის, სალვადორული ჩივოს საფულის ბანკომატები დაამონტაჟა, რომელიც კრიპტოვალუტას დოლარში დააკონვერტირებს და ფულს საკომისიოს გარეშე გაანაღდებს. თუმცა პრეზიდენტი ბუკელე მოსახლებას სთხოვს, სწრაფი შედეგების მოლოდინისგან თავი შეიკავონ და მოთმინება გამოიჩინონ.



„როგორც ყველა ინოვაცია, ბიტკოინის პროცესი ელ სალვადორში შესწავლას მოითხოვს. მომავლისკენ ყველანაირი გზა ასეთია და ერთ დღესა თუ ერთ თვეში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია,“ - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე, რომელსაც ის გასაუბრებისთვის, თავისი მიღწევების წარმოსაჩენად და ოპონენტების გასაკრიტიკებლად ხშირად იყენებს.



გუშინ სალვადორმა თავისი კრიპტოვალუტის პირველი 400 ერთეული შეიძინა, რამაც ბიტკოინის ფასის დროებით 1,49%-ით, 52 680 დოლარზე მეტად გაზრდა განაპირობა. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ დოლარის პარალელურად, ბიტკოინის, როგორც გადახდის ლეგალიზებულ საშუალებად შემოღება სალვადორს ხელს შეუშლის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებაში, რომელიც 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბუკელემ ბიტკოინის კანონი დაამტკიცა, სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ელ სალვადორის კრედიტუნარიანობა შეამცირა, ხოლო დოლარში დომინირებული ობლიგაციები წნეხის ქვეშ მოექცა.



თუმცა ორიგინალურობით გამორჩეულმა ბუკელემ, რომელიც დაპირისპირებებს არ ერიდება, Twitter-ზე გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმის, Django Unchained-ის ინსცენირება დადგა და ნაჩვენებია, თუ როგორ ურტყამს პრეზიდენტი მონათმოვაჭრეს, რომელსაც სახეზე სავალუტო ფონდის ემბლემა ჰქონდა გამოსახული. თუმცა მოგვიანებით ბუკელემ რეტვიტი წაშალა და ახალი ტვიტით ჩაანაცვლა.



„ჩვენ უნდა დავანგრიოთ წარსულის პარადიგმები. სალვადორს სრული უფლება აქვს, ახალი მსოფლიოს გზაზე დაწინაურდეს,“ - წერს პრეზიდენტი.



BPN.GE




თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up