სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს

სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს

access_time2019-02-06 20:56:07

„ყაზტრანსგაზ თბილისმა“ სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი აღმოაჩინა და ჩაჭრა.


აღნიშნულის შესახებ კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გამოაქვეყნა.


ჟურნალისტი წერს „გაზის მილი სალონიდან არის გაყვანილი კედელ-კედელ და უკანა ეზოში გადის, სუნია“.


ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კი, სალონში კუსტარულად დამონტაჟებული საშიში გაზდანადგარი აღმოაჩინეს, რომელიც ჩაჭრეს.


მეპატრონეს კი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ჟურნალისტის მიერ აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებამდე ადგილზე მისულ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს, რომლებსაც დახვდათ ეს კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ.


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა სალონში კუსტარულად დამონტაჟებული საშიში გაზდანადგარი აღმოაჩინეს და ჩაჭრეს. მეპატრონეს კი ინსტრუქცია ჩაუტარდა.


უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიერ ზემომოყვანილი პოსტის გამოქვეყნებამდე, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს კუსტარულად დამონტაჟებული ეს დანადგარი უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ.



(NS)




7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...


მსგავსი სიახლეები

up