სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილა

access_time2019-10-21 21:20:41

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ტოკიოს მერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს. ზურაბიშვილის თქმით, თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია და ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

 

უწყების ცნობით, ტოკიოს მერმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარებისათვის საჭიროა იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, ამისათვის კი, გარკვეული ღინისძიებები უკვე ტარდება და აღსანიშნავია, რომ, იაპონიის სკოლებში უკვე ისწავლება საქართველოს ისტორია.

,,დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებათ საქართველოს შესახებ”, - განაცხადა ტოკიოს მერმა.

 

აღნიშნული აქტივობებისათვის პრეზიდენტმა ტოკიოს მერს მადლობა გადაუხდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსათვის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების მხარდაჭერის დამადასტურებელია, რაც ხალხთა შორის ურთიერთგაგებას ხელს შეუწყობს.

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.





ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...


მსგავსი სიახლეები

up