სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

access_time2020-07-04 12:04:57

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. 

„244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ყველა ჩვენს კონსტიტუციაში და რომლითაც ჩვენი განვითარების გზაზე მივდივართ. ამ, თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ წვრთნებს და მათ როლს, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს ის ერთობლივი და სოლიდარული გზაა, რომელიც ამერიკასთან ერთად გავიარეთ. დღეს მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშეა - უხილავი მტერი და საფრთხე. ერთი მხრივ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე უნდა ებრძოლოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიას გლობალური სოლიდარობა აუცილებელია და ამ მხრივ თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის მნიშნველობაზე ისაუბრა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up