სალომე ზურაბიშვილი - ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა

სალომე ზურაბიშვილი - ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა

access_time2019-03-31 11:00:47


ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ავრცელებს.

„დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია, დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას.

ამ დღეს – 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, – საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა.

ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას.


დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. ამ რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, – იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარდა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.

ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის.

„ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას.

მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივისცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


1tv




საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up