სალომე ზურაბიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა

სალომე ზურაბიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა

access_time2019-09-28 10:32:53

არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა - ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასდროს ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრას გამოეხმაურა.

„თუ ჩემი სიტყვა მოისმინეთ, იქ არის ძალიან ნათლად ნათქვამი, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, აქვს ორი გზა. ერთია ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგისა და დიპლომატიის გზა. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ, იქნება ეს ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ასევე ევროკავშირის, მოგერინის უწყებიდან, ან კიდევ გენერალური მდივნისგან, ყველა გამოხმაურება, იყო დადებითი, იყო პოზიტიური, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართო. ჩვენ მარტო ერთი ერთზე არ ვართ და არასდროს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ ის, რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში და გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ სწორი არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც შეუძლებელია, რუსეთს არ აშფოთებდეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლის მიერ რუსოფობიური განწყობილებების გაღვივების მცდელობა.


„ამაზე გეტყვით ერთ რამეს, რომ რუსოფობიული განწყობები არ არსებობს საქართველოში და არასდროს არ არსებობდა. ეს აქ ერთ-ერთი ჩემი თემა იყო. ყველგან, სადაც გამოვდივარ, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, ეს ჩვენი შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა. სხვათა შორის, ამის მაგალითია, რომ 1 500 000 რუსი ტურისტი შარშან ჩამოვიდა და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარად არსებობს ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ტერიტორია ოკუპირებულია? ამაზე უნდა მუშაობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up