„ ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.
პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება.