სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იწყება ახალი დიდგორი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიძულვილზე, რევანშზე დაფუძნებული დაპირისპირება

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იწყება ახალი დიდგორი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიძულვილზე, რევანშზე დაფუძნებული დაპირისპირება

access_time2018-10-11 14:12:57


საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ
კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს, –
ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა
თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.


„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ.
ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ
ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა
ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო
პატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ
მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს,
ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება,
რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ
ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო
სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად, ადამიანების
თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება.


„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც მაგალითად ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე
ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელისა და
ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას
არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან
პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს
ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ. ყველა გამოვლინება,
ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული,
საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვა
წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის
პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა
დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო.
მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა
არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა,
სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია, თქვენ
თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვისა და
შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას
დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ
ვიქნებით ერთად საქართველოსთვის” , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


(R)






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up