საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

access_time2020-10-28 20:00:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.



როგორც სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია აღნიშნული, კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია.



„სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია! ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის – ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები. ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.



ჯარზე – ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებიპირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.



როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს“, – აღნიშნულია მიმართვაში.




როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს.



„ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება. როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი, ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.



ამასთან, პრეზიდენტის მიმართვაში ჯანდაცვის სფეროზეც არის საუბარი.



„ჯანდაცვის სფეროზე – მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები – იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.



როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა, გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა, ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი“, – აღნიშნულია მიმართვაში.



როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებასა და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.



„ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე: საქართველო ამ რეგიონში ყველაზე სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ და გავამყაროთ. რეგიონში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენი სტაბილურობა ჩვენთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება; მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი. ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი. და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს. წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.


1tv.ge






წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up