სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება

სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება

access_time2020-01-28 20:15:53

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი.

 

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცხლდეს, აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს.

 

მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყველას ჩართულობა სჭირდება და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა იპოვოს, გააერთიანოს ქვეყანა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლება უზრუნველყოს.

 

„ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

 

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად,ადამიანების გაერთიანებისკენ.

 

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ”,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

ipn





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up