სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს საქართველოს და მის მისწრაფებებს

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს საქართველოს და მის მისწრაფებებს

access_time2019-05-15 19:05:55

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებით და ბორდერიზაციით ვერ შეაჩერებს.


ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიას უკეთ ესმის რა სახეს ატარებს რუსეთთან კონფლიქტი და იგი ეხმარება საქართველოს, რათა დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა რეალურად გააცნობიერონ რას ნიშნავს საქართველოსათვის ოკუპაცია.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გავაძლიეროთ მთლიანად ევროპის კონსოლიდაცია, საქართველო წინ მიდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ჩანაწერი უკვე საქართველოს კონსტიტუციაშიც არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მცირედით არ დაკმაყოფილდება და მას ევროკავშირის მხრიდან რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები სჭირდება და თუ ევროკავშირი ყველასათვის ზოგად, ერთიან ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს სჭირდება მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა, რათა განხორციელდეს ევროკავშირში სექტორული გაწევრიანება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთმა ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს.



საქართველოს მისწრაფებები შეუქცევადია. ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვია საქართველოს საუკეთესო მეგობრად და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად აღიარებს, ამიტომ მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქარველოს მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს და ევროპის პოლიტიკა მასზე სხვაგვარად უნდა აისახოს. საუბარი შეეხო ლატვია - საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობებს, საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებს, ქართულ დიასპორას და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის დეზინფორმაციისაგან გარჩევა.


ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up