სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

access_time2018-10-16 14:22:01


მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია.
ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში
ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის
დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან
შეხვედრის დროს განაცხადა.


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს
ითვლის და დღემდე გრძელდება.


„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი
ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით,
მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით. ურთიერთპატივისცემის
ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. ისრაელში საქართველო
ნახსენებია ერთადერთ ქვეყანად, სადაც ებრაელები იყვნენ მიღებულნი და მეტიც, აქ
ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს
ისტორიულ დედაქალაქში ვიმყოფები, მართალია ჩემს წინასაარჩევნო მარათონს აქ არ
ვასრულებ, მაგრამ მინდა, შევაჯამო პრიორიტეტები, რაც სამომავლოდ დავსახე.
მცხეთას არამხოლოდ წარსულში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მომავალშიც ასე
იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ თავისი ადგილი უნდა
დაიმკვიდროს მსოფლიოში.


„ჩვენ, ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც
მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში
ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს
კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში
იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური
მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ.
ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პოტენციალის ძალიან
მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო
დარჩენილი პოტენციალი. თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი დიასპორა არის ძალიან
ცნობილი, ჩვენი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი კონტაქტები ექსპორტით და
ინვესტიციებით. ყველა ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს
შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად
ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს
საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა
მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ამისთვის
მოვდივარ მე, ერთად საქართველოსთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


(R)





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up