სალომე ზურაბიშვილი - ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო

სალომე ზურაბიშვილი - ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო

access_time2020-01-22 11:40:03

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებს შეუძლათ იამაყონ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის იყო.


„ანტისემიტიზმის არარსებობა არ არის ის, რითიც უნდა იამაყო, ისევე როგორც ვერ იმაყებ იმით, რომ არ ხარ კრიმინალი ან ქურდი. მაგრამ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო. საქართველოში არასდროს ყოფილა განსხვავება ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში იდენტობის ნაწილია. რელიგიას ჩვენ არასდროს გავუყვივართ. პირიქით, ის იყო ურთიერთპატივისცემის ფაქტორი. რადგან რელიგია ჩვენ ყოველთვის გვაერთიანებდა, არ არის საჭირო რომ ვთქვა, ჩვენ ტოლერანტები ვართ. შენ შემწყნარებელი შეიძლება იყო მის მიმართ ვინც არ იცი, არ მოგწონს, ან ვისიც არ გესმის. ჩვენ არც ერთი ეს გრძნობა არ გვქონია. ჩვენ სრულად მივიღეთ საქართველოს ეს ერთი განუყოფელი ნაწილი - ებრაული საზოგადოება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჰოლოკოსტის ტრაგედიაზეც გაამახვილა ყურადღება და მას „კაცობრიობისთვის კატასტროფა“ უწოდა.



„მეხსიერება არის ის, რაც გამოარჩევს ადამიანებს ცხოველთა სამყაროსგან. მეხსიერება და იმის აღიარების შესაძლებლობა, თუ სად ჩავიჭერით ყველა ერთად, სად დავაშავეთ, შესაძლებლობა წარსული დანაშაულებების გაცნობიერებისა, სწავლის შესაძლებლობა. მეხსიერება და წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული სათანადოდ, რომ ეს გულგრილობა, უმეცრება, სისუსტე და შეუწყნარებლობა აღარასდროს განმეორდება. როცა ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებებს, რომელიც სხვას უკუაგდებენ, სხვის აზრს, სხვის კულტურას, რწმენას, რელიგიას უგულვებელყოფებენ-წინააღმდეგობაა საჭირო“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.


ipn.ge




დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...

ქუთაისი - IT ქალაქი და ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები

ქუთაისი - IT ქალაქი  და  ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები
access_time2020-02-18 15:05:16
განათლების სისტემის ცვლილებები, IT ქალაქებისა და ინდუსტრიული პარკების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში - ამ საკითხებზე ისაუბრა რადიო კომერსანტთან „ახალი საქართველს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას გაანთლების ეროვნული საბჭო და დაფუძნდეს დირექტორების არჩევის პირდაპირი სისტემა. „აუცილებელია მოვხსნათ პოლიტიკური კომპონენტი და დავამთავროთ განათლების სისტემაში მუდმივი...

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა-„ეს არის უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა-„ეს არის უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“
access_time2020-02-18 12:55:53
„მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. გაცნობებთ, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია“ -  ამ შეტყობინებას მოქალაქეები  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 15 05-  დარეკვისას ისმენენ. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არ არსებობის...

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება
access_time2020-02-18 12:30:48
თბილისში მოქმედი პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშებიან. ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში...


მსგავსი სიახლეები

up