სალომე ზურაბიშვილი - ლავროვთან შეხვედრამ შეიძლება, რაღაც ფორმით  დეესკალაცია გამოიწვიოს

სალომე ზურაბიშვილი - ლავროვთან შეხვედრამ შეიძლება, რაღაც ფორმით დეესკალაცია გამოიწვიოს

access_time2019-10-07 15:50:36

ეს იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც რაღაც ფორმით შეიძლება, მოიტანოს დეესკალაცია, შემდეგი ეტაპები თუ იქნება, ამას ვნახავთ, ჯერჯერობით, ასეთი არაფერია დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხებოდა.

 

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს კითხა, რა იქნება სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შემდეგი ნაბიჯები, იქნება თუ არა დიალოგი და ისურვებდა თუ არა, რომ ევროკავშირი და გერმანია იყოს ამ პროცესის შუამავალი.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, როცა საქართველომ კონფლიქტური და ოკუპაციის სიტუაციის გადასალახად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე და ამ პირობებში რჩება მხოლოდ დიპლომატიის გზა.

 

„რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ნიუ-იორკში, ეს არის ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა გაერო-ს ფორმატში, რომელიც ალბათ იმისთვის არის შექმნილი, რომ ყველას ჰქონდეს ყველასთან შეხვედრის საშუალება თავისუფალ გარემოში და არა ისეთ ორგანიზებულ გარემოში სხვაგან როგორც ხდება. ჩვენთვის ეს იყო პირველი შეხვედრა. ასეთი გადადგმული ნაბიჯი იმ დროს, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და თან გაერო-ს ფორმატის გამოყენებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის და გაერო-ში ჩემს სიტყვაში მე ეს ვთქვი.

 


როცა ქვეყანამ, როგორიც არის საქართველოს სიტუაცია, კონფლიქტური და ოკუპაციის სიტუაციის გადასალახად უარი თქვა ერთმხრივად ძალის გამოყენებაზე, რჩება მხოლოდ ერთი გზა და ეს არის დიპლომატიის გზა. ამ დიპლომატიის გზაზე ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, რომ იყვნენ ჩართული და თავიანთ კონსულტაციებში არასოდეს გამოტოვონ საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორია, საქართველომაც გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები.

 

„მგონი, ამავე დროს სწორია, რომ საქართველომაც გამოიყენოს თავისი საშუალებები, რომ გადადგას წინ ნაბიჯები, მაგრამ ამას ჯერ არაფერი მოყოლია, არაფერი მეტი არ არის დაგეგმილი. ეს იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც რაღაც ფორმით შეიძლება, მოიტანოს დეესკალაცია. შემდეგი ეტაპები თუ იქნება, ამას ვნახავთ. ჯერჯერობით, ასეთი არაფერი დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვებს გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას უპასუხა.

 

პირველი არხი





ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up