სალომე ზურაბიშვილი - „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა, გეტყვით, რომ ჩვენ ეს ტესტი გავიარეთ

სალომე ზურაბიშვილი - „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა, გეტყვით, რომ ჩვენ ეს ტესტი გავიარეთ

access_time2020-07-17 12:43:56

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უნდა გავიაზროთ, რა ხდებოდა „კოვიდის“ კრიზისის ჩარჩოებში მთელს მსოფლიოში, ვიმყოფებით პოსტკოვიდის სამყაროში თუ უნდა ვიცხოვროთ „კოვიდთან“ ერთად, როგორც ზოგიერთი წინასწარ პროგნოზებს აკეთებს, დღეს შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ შუა ეტაპზე ვიმყოფებით. სწორი დროა, გაკვეთილების გამოსატანად. უნდა ველოდოთ, რა იქნება მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქორთიარდ მერიოტში“ განაცხადა, სადაც ანალიტიკური ორგანიზაციქ „ჯეოქეისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გახსნა.


მისი თქმით, „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჩვენ გავიარეთ აღნიშნული ტესტი“.


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დისკუსიის ორგანიზატორებს.



„დიდი მადლობა „ჯეოქეისს“ აღნიშნული ინიციატივისთვის, ამ საუბრების, ამ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ჩემი აზრით, იქნება ძალზე სასარგებლო დისკუსიებისთვის, რომელიც შესაბამისია დღევანდელი საქართველოს შიდა ან საგარეო საქმეებისთვის, ურთიერთობებისთვის. გისურვებთ წარმატებას თქვენს ახალ ძალისხმევაში და​ ვფიქრობ, რომ ძალზე შესაბამისია ამ ეტაპზე პაუზა გავაკეთოთ იმისთვის, რათა გავიაზროთ, რა ხდებოდა „კოვიდის“ კრიზისის ჩარჩოებში მთელს მსოფლიოში, ვიმყოფებით პოსტკოვიდის სამყაროში თუ უნდა ვიცხოვროთ „კოვიდთან“ ერთად, როგორც ზოგიერთი წინასწარ პროგნოზებს აკეთებს, დღეს შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ შუა ეტაპზე ვიმყოფებით და სწორი დროა, გაკვეთილების გამოსატანად და ველოდოთ იმას, თუ რა იქნება მომავალში​“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა ნდობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, ეს პროცესი არ იმუშავებდა.


„კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის, როგორც ყველა სხვისთვის, რთული პერიოდი და რთული გამოცდილება აღმოჩნდა, მაგრამ მან ასევე შეგვამოწმა ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით. გეტყვით, რომ ჩვენ გავიარეთ აღნიშნული ტესტი. ამან გამოცადა ჩვენი ნდობა დემოკრატიის მიმართ და ჩვენ შევძელით გვემართა ის, რასაც ნდობის სამკუთხედს ვეძახი – მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური მთავრობა, პასუხისმგებლიანი საზოგადოება. საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა ნდობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, როდესაც ჩვენ ვეყრდნობოდით რჩევებს ჯანდაცვის სექტორიდან, ეს პროცესი არ იმუშავებდა. ამ სამკუთხედმა იმუშავა. ამიტომ შედეგებიც მივიღეთ, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, რომელსაც წარმატებას ვეძახით ბრჭყალებში, თუმცა არავინ არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ ასევე დავტესტეთ დემოკრატია და ნათელია, რომ ჩვენ მოვახერხეთ პროპორციული ზომების მიღება, პროპორციული ზომების განხორციელება და როგორც მრავალმა ქვეყანამ, ჩვენ გამოვიყენეთ სრული კარანტინი, რათა შეგვეზღუდა ეპიდემიის გავრცელება. საგანგებო მდგომარეობა შესაბამის დროს გაუქმდა და მთელმა სურათმა პოზიტიური შეფასება დახატა გარე სამყაროდან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის – ეს არის საკუთარი თავის ნდობა, საკუთარი შესაძლებლობების ნდობა რეაგირებაზე ასეთი საგანგებო სიტუაციების მიმართ. საქართველოს საზოგადოებისთვის წარსულში, მრავალი საუკუნეა და მრავალი წელია, მედეგობის ტესტი მიმდინარეობდა, უფრო უარეს სიტუაციებში, როგორც ამ საგანგებო სიტუაციაში. ჩვენ ვაფასებთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up