„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

access_time2019-12-12 14:30:05

„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც გაემიჯნენ. 


რატომ აღარ იღებენ  პასუხიმგებლობას ხელისუფლების ოფიციალური პირები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა ლიდერი ხალხს რევანშის, სიცრუისა და დიქტატურის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ღირსეული, პრინციპული არჩევნის გაკეთებას ისე სთავაზობდნენ?


მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირპორცპორციულად ნიშნავდა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით ისინი პასუხისმგებლობას იღებდნენ, განსაკუთრებით„ქართული ოცნება“  მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა ფიგურამ არ იმუშავა და მეორე ტურში ხმების მობილიზება მმართველმა გუნდმა საკუთარი ძალებით დაიწყო. ეს იყო „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი რომ ღირსეულ პრეზიდენტს ვირჩევდით თუ მათ მიერ დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა?


 


„კომერსანტი“ გთავაზობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები:


ბიძინა ივანიშვილი: „სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია.ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოა - პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი.



ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ძალიან მორიდებით და მოწიწებით ვარ. ვინც მისი ხასიათი იცის - ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატი ავირჩიეთ, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. გემოვნება აქვს ძალიან კარგი. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი“.


გია ვოლსკი: „ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი“

 

კახა კალაძე: „დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს“.


„ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად“


კიდევ ერთხელ ავუხსენით მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა, ძალიან მარტივია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“.


მაია ცქიტიშვილი: „ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება“

 

ლევან დავითაშვილი:„სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი, იყოს ყველას პრეზიდენტი“.

 


 





„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up