სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

access_time2021-09-25 15:13:29

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერისლ ის ტვიტერში აქვეყნებს.


„ვუსამძიმრებ ემანუელ მაკრონს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და ასევე, სიმამაცის დადასტურებაა. საქართველო განაგრძობს საჰელის რეგიონში სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.



ცნობისთვის, მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე, ტყეშია დისლოცირებული. სამინისტროს ცნობით, მოკლული ფრანგი ჯარისკაცი მაქსიმ ბლასკო, იმ ფრანგული ქვედანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალი-ბურკინა ფასოს საზღვარზეა დისლოცირებული.

გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ლიკვიდირებულია თავად სნაიპერიც. 2013 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული ძალები განალაგა, 50 ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.






„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up