ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და უფრო მეტი შემართება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციასთან განაცხადა.
მისი თქმით, ახალი გამოწვევები ერთად უნდა დაიძლიოს. მისი თქმით, ეს გამოწვევებია: კოვიდ-19, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და კონფლიქტის გაგრძელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს სოლიდარობისკენ, რათა ერთობლივად და კოლექტიურად ვიბრძოლოთ ამ საერთო გამოწვევების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
imedinews.ge