საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა.
„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.