სალომე სამადაშვილი - პასუხისმგებელია

სალომე სამადაშვილი - პასუხისმგებელია "ქართული ოცნება" და თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა, ვალდებულების თვალსაზრისით, შეთანხმებასთან მიმართებით არაფერს ცვლის

access_time2021-04-25 18:29:40

პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე, "ქართული ოცნება" და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით, - ასე პასუხობს სალომე სამადაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ მიანიშნებს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შეთანხმების შესრულების საფრთხეზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმების ჩაშლას საერთაშორისო პარტნიორებისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.
"მე ვარ ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, ყველა დონეზე, ფორმალურში და არაფორმალურში. მე ვიცი ზუსტად რა არის შეთანხმების საგანი, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აშშ- ის და ევროკავშირის ელჩებმა და ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ნებისმიერი მცდელობა, რომ აი ახლა, როცა ფაქტიურად არ დაგვიწყია შეთანხმების შესრულებაში წინ მოძრაობა, ეცადოს შეთანხმების ჩაშლა, იქნება ძალიან ადეკვატურად აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და სენატი, რომელიც მუშაობს რეზოლუციაზე , რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებენ, ვფიქრობ, რომ ადეკვატურად ასახავს საკუთარ რეზოლუციაში "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მათ შორის, შეთანხმების პუნქტების შესრულების პროცესში. ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამოჩნდება, რეალურად "ქართულ ოცნებას" აქვს თუ არა სურვილი, რომ შეთანხმდეს შეთანხმება და მათი მხრიდან მცდელობას, რომ დაირღვეს შეთანხმება, ცხადია, ექნება უმძიმესი შედეგი. პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე - "ქართული ოცნება" და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს არ ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის შეთანხმებაზე, ცხადია რჩება "ქართული ოცნების" ხელში მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენდა მათ მოლაპარაკების პროცესში", - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმება გულისხმობს, რომ კანონპროექტში უნდა შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი და უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ბრალი უკვე აქვთ წარდგენილი, ამასთან შეზღუდული უნდა იყოს ევროპული კონვენციით.
"შეთანხმება არის, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც არის უკვე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და დადგენილი პირთა წრე, ეს არის 16 მანიფესტანტი და 3 პოლიციელი. აქ დამატებით ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი და ეს ამნისტიის კანონპროექტი იყოს შეზღუდული არა მხოლოდ კონვენციის პირობებით, არამედ ასევე, შეზღუდული იყოს დროში და სივრცეში მომხდარი ფაქტებით და უკვე წაყენებული ბრალით, შესაბამისი მუხლებითაც იყოს ჩაკეტილი. ეს არის ჩემი პოზიცია, შეთანხმება შეეხება, რაზეც ვისაუბრეთ მოლაპარაკებებზე, მხოლოდ იმ საქმეებს, რომელიც უკვე არის აღძრული და სხვას ვერაფერს გაითვალისწინებს. აქ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით არის დასამუშავებელი ეს შეთანხმება და მე სწორედ ამიტომ ვიღებ მონაწილეობას ამ შეხვედრებში, რომ გავარკვიოთ, როგორ შეიძლება იურიდიული ტექნიკით, რომ ეს საკითხი ყველაზე სწორად იყოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up