სალომე სამადაშვილი - მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ პროცესი გაგრძელდეს

სალომე სამადაშვილი - მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ პროცესი გაგრძელდეს

access_time2021-03-21 13:50:41

მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იმსჯელებენ, ასევე გამორიცხული არ არის, რომ შარლ მიშელის მოხსენება მოისმინონ ევროპული საბჭოს სხდომაზე, რის შემდეგაც ისინი გააკეთებენ საკუთარ შეფასებას, გაგრძელდეს თუ არა მედიაციის პროცესი.

„მომავალ კვირას შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ბრიუსელში, სადაც იმსჯელებენ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თავლსაზრისით.

ასევე, იგეგმება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან და ჯერ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ შესაძლოა, იქაც გაჟღერდეს საქართველოს პრობლემატიკა და მიშელის მოხსენება მოისმინონ.

ვფიქრობ, ამის შემდეგ უკვე ევროპული მხარე საკუთარ შეფასებებს გააკეთებს, აპირებენ თუ არა გააგრძელონ ეს მედიაციის პროცესი ან როგორ ესახებათ ეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ კონსლტაციები თუ მედიატორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს, ჩვენი მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს, ვიცით, რომ ხლეისუფლება ადვილად არ წამოვა დათმობაზე, ჩვენი ევროპელი კოლეგების წინადადების შემთხვევაში გავაგრძელებთ მათთან მუშაობას“, - განაცხადა სამადაშვილმა.


ამასთან, სამადაშვილი ელოდება, რომ საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე გაძლიერდება.

მისივე თქმით, სწორი მიდგომა იქნება, თუ ხელისუფლებას მიეცემა რეკომენდაცია, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მედიაციის პროცესს წაადგება. სამადაშვილი ასეთ ნაბიჯად პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტას მოიაზრებს.

„ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ამ ეტაპისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ხელისუფლებასთან მიმართებაში უფრო მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება, რადგან მათ ვფიქრობ, კარგად დაინახეს და ადეკვატური შეფასება მისცეს იმას, რომ რეალურად მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ და წნეხის გაზრდის პარალელურად ვფიქრობ, მათ ექნებათ სურვილი, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს და ამავე დროს, სწორი მიდგომა იქნებოდა მათი მხრიდანაც და ეს გამოადგებოდა მედიაციის პროცესს, თუ ხელისუფლებას მიეცემოდა რეკომენდაცია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ განახლებული მედიაციის პროცესი იყოს უფრო შედეგიანი, ვიდრე ეს პირველ ჯერზე აღმოჩნდა.

ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც გააჩენს განცდას, რომ მათ შეთანხმება სურთ, რადგან ხელისუფლების ხელშია ეს ბერკეტები, მაგალითად პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით. ეს შექმნიდა განწყობას, რომ მას რეალურად აქვს სურვილი, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მათ შესაბამისად გადახედეს საკუთარ პოზიციებს, რადგან თუ მათ საკუთარი პოზიციებისთვის არ გადაუხედავთ, მაშინ ცხადია, რომ ვერანაირი მედიაციის პროცესი შედეგს ვერ მოიტანს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up